» » ტომ შტარკე: ამაყი ვარ, რომ "ბავარიის" შემადგენელი ნაწილი ვიყავი

ტომ შტარკე: ამაყი ვარ, რომ "ბავარიის" შემადგენელი ნაწილი ვიყავი

19-მაი-2017, 20:47
0344
ბუცების ბოლოჯერ ჩაცმა, ხელთათმანების ბოლოჯერ მორგება და ბოლოჯერ გამოსვლა „ალიანც არენის“ მინდორზე. შაბათს ტომ შტარკე „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდგომ პროფესიონალური ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.

„სიმართლე რომ ითქვას, ამ მომენტისათვის დიდ მოლოდინს განვიცდი. ბოლო დღეების შთაბეჭდილებებს ვისრუტავ და მისით ვტკბები“, - ყვება 36 წლის გოლკიპერი fcbayern.com-თან ინტერვიუში. „ამასთან, არც ისე შორს ვიქნები დიდი ეკრანისგან და რამოდენიმეჯერ კიდევ შემიძლია მასში ჩემი თავის დანახვა“, - იძახის შტარკე, რომელიც „ბავარიას“ ჯერ არ ემშვიდობება და ივლისში რეკორდმაისტერთან ერთად აზიურ ტურნეში მიიღებს მონაწილეობას.

„ამაზე უკეთესს ჩემთვის ვერც ვინატრებდი“

„უკან შესანიშნავი დრო დარჩა, და ეს ყველაფერს ეხება, რაც კი „ბავარიასთანაა“ დაკავშირებული. ის, რომ კარიერის დასრულებისას შესაძლებლობა მომეცა რამოდენიმე მატჩში მიმეღო მონაწილეობა - უბრალოდ წარმოუდგენლად სასიხარულოა. ამაზე უკეთესს კარიერის დასრულებისას ვერც კი ვისურვებდი“, - ყვება შტარკე, რომლის პირველი კლუბი „დინამო“ დრეზდენი იყო. დრეზდენის შემდეგ გოლკიპერმა ლევერკუზენის „ბაიერში“ ითამაშა, ასევე „ჰამბურგში“, „პადერბორნში“, „დუისბერგში“ და „ჰოფენჰაიმში“. 2012 წელს კი ის „ბავარიის“ ნაწილი გახდა.

„ამ 5-მა წელმა ფილმისავით ჩაიარა. ბოლო 5 წლის განმავლობაში მე „ბავარიის“ შემადგენელი ნაწილი ვიყავი. რაც შეეხება სპორტულ კომპონენტს, ვფიქრობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მასში. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რაც კი შეიძლებოდა მოგვეგო. მე ამაყი ვარ ამით“, - განაცხადა „ბავარიის“ 22-ე ნომერმა.

ახალი სამუშაოს მოლოდინში

მისი ბიოგრაფიის ერთი შეხედვაც კმარა, რომ ყველაფერი გასაგები გახდეს. 5 მოგება ბუნდესლიგაში, გერმანიის თასის 3-ჯერ მოგება, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება, უეფას სუპერთასის გამარჯვებული და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. მიღებული გამოცდილება ტომ შტარკეს შეუძლია აგვისტოს დასაწყისიდან ახალ სფეროში გამოიყენოს.

მომავალში ტომ შტარკე „ბავარიის“ ახალ სავარჯიშო ცენტრში დაიწყებს მუშაობას, გოლკიპერების მწვრთნელების კოორდინატორად. სამუშაო - რომელსაც ის სულმოუთმენლად ელოდება. „მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შესანიშნავი სამუშაოთი დავკავდებოდი. მსურს, რომ მაქსიმალური თავდადებით მივუდგე ამ საპასუხისმგებლო დავალებას. წინ დიდი გეგმები მაქვს“.

მაგრამ ამ დავალებამდე ჯერ დიდი დროა. წინ სეზონის ბოლო მატჩია. განსაკუთრებული სურვილები ტომ შტარკეს არ გააჩნია. „ვისურვებდი ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას, უკეთესი იქნება თუ კარს მშრალად შევინახავთ. ვიმედოვნებ, ფინალური სასტვენის შემდეგ ჩვენ გამარჯვებას აღვნიშნავთ, შემდეგ კი ჩემპიონობის აღსანიშნავად გავემართებით. ამისათვის სცენარი არ გვჭირდება. ყველაფერი სპონტანურად მოხდება“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..