» » „ადიოს“ იძახის ჯენტლმენი - გრასიას ხაბი!

„ადიოს“ იძახის ჯენტლმენი - გრასიას ხაბი!

19-მაი-2017, 22:22
0447
სულ რაღაც 3 დღე დასჭირდა ხაბი ალონსოს, რომ ბასკიდან ბავარიელი გამხდარიყო. პარასკევს მან პირველად ნახა ახალი თანაგუნდელები, ხოლო შაბათს ის უკვე რეკორდმაისტერის შეტევების ტემპს აკონტროლებდა მატჩში „შალკეს“ წინააღმდეგ. „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“, - იხსენებს ალონსო 2014 წლის აგვისტოს, როდესაც მისი ერა დასრულდა მადრიდში და ახალი თავის დაწერა მიუნხენსი დაიწყო.

ახლა, 3 წლის შემდეგ, ალონსოს ახალი დასაწყისი ელის. შაბათს, ის, როგორც ფილიპ ლამი, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. „ეს ბოლო წლების ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო. ჩვენ შემოგვიერთდა ნიჭიერი სტრატეგი, მაღალგანვითარებული ადამიანი და ერთ-ერთი უპრობლემო ფეხბურთელი, ვისაც კი მე ვიცნობდი“, - არ დაიშურა საქებარი სიტყვები კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო ამ ჯენტლმენთან მუშაობა“

ხაბი ალონსო: „ვამაყობ იმ დროით, რაც ამ კლუბში გავატარე“.

ხაბიერ ალონსო ოლანო 1981 წლის 25 ნოემბერს დაიბადა. ის ვინც კარგად იცნობს მას, იცის, თუ რატომ ითვლება ბასკი შრომისმოყვარე, საიმედო და ღია ადამიანად. „პირველივე დღიდან „ბავარიაში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ვამაყობ იმ დროით, რაც ამ კლუბში გავატარე“, - იძახის ალონსო. „ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ „რეალის“ შემადგენლობაში, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩემი სამუშაო იქ უკვე შევასრულე. „ბავარიისაგან“ წინადადება ზუსტად დროულად მივიღე. დიდებულ კლუბსა და ახალ ქვეყანას გავეცანი“ - იძახის ბასკი.

„ადიოს“ იძახის ჯენტლმენი - გრასიას ხაბი!


სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობისას ალონსომ არა მარტო აურაცხელი ტიტულები მოიგო, არამედ ხალხის გულიც დაიპყრო. „როგორც ადრე, ხაბი ჩვენი გულშემატკივრებისათვის ახლაც ნამდვილი გმირია. ყველა პატივს სცემს მას“, - ყვება „ლივერპულის“ ერთ-ერთი თანამშრომელი.

რიტმის მიმცემი

მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ესპანეთის ჩემპიონი, თასების მრავალჯერადი გამარჯვებული და კარიერის დასრულებისას ბუნდესლიგის სამგზის გამარჯვებული... მთლიანობაში ალონსომ 18 ტიტული მოიპოვა „რეალ სოსიედადის“, „ეიბარის“, „ლივერპულის“, „რეალის“, „ბავარიისა“ და ესპენათის ნაკრების შემადგენლობაში. თავისი საფირმო გადაცემებით კი ის რიტმს მატებდა თავის გუნდებს.

„ადიოს“ იძახის ჯენტლმენი - გრასიას ხაბი!


„მე ყოველთვის გუნდური მოთამაშე ვიყავი. მსურდა გადაწყვეტილება მეპოვა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისათვის და ჩვენი თამაში უფრო ეფექტური და ადვილი გამეხადა. მე იმათ შორის არ ვარ, ვინც მოედანზე შოუებს დგამს. მე სტრატეგიაზე ვარ პასუხისმგებელი“, - ასე აღწერა თავისი სათამაშო სტილი როკ მუსიკის ფანატმა ხაბი ალონსომ. თავისივე სიტყვებიდან გამომდინარე, ის რომ მუსიკალური ჯგუფის წევრი ყოფილიყო დასარტყმელებს მიუჯდებოდა. „მე უკანა პლანზე რიტმს მივცემდი, ყურადღების ცენტრში კი დაე სხვები იყვნენ“.

ბურთის მაგნიტი და გამანაწილებელი

„ბავარიაში“ მოსვლისთანავე, ალონსო ბუნდესლიგაში ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს (7 890). მოსვლიდან 4 კვირის შემდეგ მატჩში „კიოლნის“ წინააღმდეგ მან ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა ბურთის 216-ჯერ შეხებით. „ბავარიის“ მაისურით ალონსომ 6 971 გადაცემა განახორციელა, რომლის სიზუსტემაც 90% შეადგინა. მიმდინარე სეზონში 35 წლის ნახევარმცველმა საშუალოდ მატჩში 11,14 კილომეტრი გაირბინა. „ბავარიის“ შემადგენლობაში ამ მაჩვენებელში უფრო მეტი იოშუა კიმიხს (11,80) და თომას მიულერს (11,15) აქვთ.

„ადიოს“ იძახის ჯენტლმენი - გრასიას ხაბი!


შაბათს ალონსო თავის 518-ე მატჩში და „ბავარიის“ შემადგენლობაში 117-ე მატჩში, თავისი კარიერის ბოლო კილომეტრებს გაირბენს. რა იქნება შემდგომ, ალონსო ამას ჯერ არ იძახის. თავიდან მხოლოდ დასვენება სურს.

მიუნხენს და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს მოენატრებათ ბასკი ნახევარმცველი, მოენატრებათ მისი გადაცემები და მისი ქარიზმა.

გრასიას ხაბი!

„ადიოს“ იძახის ჯენტლმენი - გრასიას ხაბი!


„ადიოს“ იძახის ჯენტლმენი - გრასიას ხაბი!
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..