» » ფრაიბურგთან მატჩში ლევანდოვსკის ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია

ფრაიბურგთან მატჩში ლევანდოვსკის ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია

19-მაი-2017, 22:50
0314
2016/17 წლების საფეხბურთო სეზონი მიუნხენის ბაიერნისთვის ოფიციალურად ხვალ ფრაიბურგთან ჩატარებული მატჩის შემდეგ დასრულდება, 20 მაისს გასამართი დაპირისპირება კი უდიდეს ინტერესს არაერთი მიზეზის გამო იწვევს.

დავიწყოთ იქედან რომ ხვალ მიუნხენის ბაიერნი ერთბაშად 3 მოთამაშეს გააცილებს, საფეხბურთო სამყარო კი განსაკუთრებით კარგად 2 მათგანს ჩაბი ალონსოსა და ფილიპ ლამს იცნობს, რომლებმაც საფეხბურთო წრეში გატარებული უამრავი წლის განმავლობაში თავიანთი ეპოქა შექმნეს.

მესამე მოთამაშე კი მიუნხენში ყველასათვის კარგად ნაცნობი ტომ შტარკეა რომელიც მიუნხენის ბაიერნის სათადარიგო მეკარე გახლდათ, მართალია მას სათამაშოდ არცთუ ისე დიდი დრო ეძლეოდა თუმცა როგორც ბაიერნის მესვეურები აღნიშნავენ შტარკეს კლუბის შიდა სტრუქტურაშიც მნიშვნელოვანი როლი ეკავა.

პოსტს შეიცვლის ჰერმან გელანდიც რომელიც კარლო ანჩელოტის თანაშემწეობიდან ახალგაზრდული აკადემიის ერთ-ერთი მენეჯერი გახდება, „ვეფხვი“ ბავარიული კლუბის სტრუქტურაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობს და დაკისრებულ სამუშაოს თავს დიდებულად ართმევს.

თუმცა საინტერესოა რომ ხვალ ალიანს არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი შეიძლება ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდეს, იმ შემთხვევაში თუ ბავარიელთა პოლონელი ფორვარდი მინიმუმ 1 გოლს გაიტანს მოხდება ის რაც ბოლოს 1976/77 წლების სეზონში მოხდა.

საუბარია 30-ზე მეტი გოლის გატანაზე რომელიც ბუნდესლიგაში მოასპარეზე მოთამაშეებისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუსრულებელ მისიად რჩებოდა, უკანასკნელად 30 ბურთიანი ზღვარი დიტერ მიულერმა გადალახა რომელმაც 1977 წელს 34-ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი.

რობერტ ლევანდოვსკის კი ისევე როგორც პიერ-ემერიკ ობამეიანგს ამის რეალური შესაძლებლობა გააჩნიათ, უბრალოდ გაბონელს ამ შედეგის მისაღწევად მინიმუმ 2 გოლის გატანა დასჭირდება პოლონელს კი მხოლოდ 1.

საინტერესოა რომ ბოლო ტურში გადაწყდება ისიც თუ ვინ გახდება ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის მთავარი გოლეადორი, შეგახსენებთ რომ ამ ეტაპისთვის რობერტს 30 გოლი აქვს გატანილი, ობამეიანგს კი 1-ით ნაკლები.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..