ფილიპ ლამი "ბავარიის" Hall of Fame-შია
შაბათს „ბავარია“ „ალიანც არენაზე“ სეზონის ბოლო მატჩს ჩაატარებს, შემდეგ აივნის რატუშიდან ჩემპიონატში გამარჯვებას იზეიმებენ. ფილიპ ლამი 8-ედ აწევს ვერცხლის სინს. კაპიტნის დიდებული კარიერის ღირსეული დასრულება, რომელიც 22 წლის განმავლობაში (მათ შორის 2 წლიანი ასპარეზობა „შტუტგარტში“), ღირსეულად წარადგენდა „ბავარიას“ უმაღლეს დონეზე.
მადლიერების ნიშნად, დამსახურებებისა და „ბავარიის“ წარმატებაში დიდი წვლილის შეტანისათვის, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფილიპ ლამი Hall of Fame-ში შეიყვანოს!
ამგვარად, ფილიპ ლამი ერთ რიგში დადგება რეკორდმაისტერის ყველაზე დიად და პოპულარულ ფეხბურთელებთან როგორებიც არიან - ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, ზეპ მაიერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ული ჰიონესი, ლოთარ მათეუსი, ჯოვანე ელბერი, მეხმეტ შოლი და ოლივერ კანი.
კარლ ჰაინც რუმენიგე: „ფილიპ ლამი - „ბავარიის“ უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამოჩენილი ფეხბურთელია. მან დაიმსახურა „დიდების დარბაზში“ შესვლა, რადგან ყველგან მხოლოდ „ბავარიას“ წარმოადგენდა უმაღლეს დონეზე“.
„ბავარია“ მადლობას უხდის ფილიპს ბრწყინვალე მუშაობისთვის“.