» » ჰანს ნიილენდი: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

ჰანს ნიილენდი: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

20-მაი-2017, 12:13
0479
ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბ "გრონინგენის" გენერალური დირექტორი ჰანს ნიილენდი, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, არიენ რობენის შესახებ, საინტერესო კომენტარს აკეთებს. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ნიილენდი აღნიშნავს, რომ თუკი "მფრინავი ჰოლანდიელი" საკუთარი პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულებას "გრონინგენში" მოინდომებს, ეს მთლიანად კლუბისათვის დიდი პატივი იქნება.

"ეს ნამდვილად ჩვენს მიზანს წარმოადგენს. თუკი არიენი "გრონინგენში" დაბრუნებას გადაწყვეტს, მაშინ მას წარმოუდგენელი დახვედრა ელის. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენი სურვილია, რობენმა საკუთარი საფეხბურთო კარიერა, სწორედ ჩვენს კლუბში დაასრულოს"-ციტირებს ჰანს ნიილენდის სიტყვებს გამოცემა Goal-ი

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ლეგიონერმა, საკუთარი პროფესიული კარიერა სწორედ საფეხბურთო კლუბ "გრონინგენში" დაიწყო. ხსენებული კლუბის ღირსებას, არიენ რობენი შორეულ 2002 წლამდე იცავდა, რის შემდეგადაც ასპარეზობა "პსვ ეინდჰოვენში" განაგრძო.

რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს". მოქმედი ხელშეკრულება, ხსენებულ ფეხბურთელსა და გერმანულ გრანდს შორის, 2018 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიელმა ვინგერმა, მიუნხენური კლუბის მაისურით 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 15 გატანილი გოლით და 12 შედეგიანი გადაცემით.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..