» » ანჩელოტი: ახალგაზრდა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს "ბავარიაში" სათამაშოდ

ანჩელოტი: ახალგაზრდა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს "ბავარიაში" სათამაშოდ

20-05-2017, 14:36 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტი: ახალგაზრდა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა და მათ ინტეგრაციაზე მთავარ გუნდში, ამასთან მიმართებაში კი იტალიელმა სპეციალისტმა რამოდენიმე პარალელი გაავლო.

„ზოგიერთს ავიწყდება, რომ ბუფონის, კრესპოს, პატუს და კაკას ადრეული დებიუტები შედგა უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უკვე მზად იყვნენ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ტოპ კლუბები სპეციალურად არ აძლევენ სათამაშო დროს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ეს ცხადია, რადგან ასეთი კლუბებისათვის მთავარი - გამარჯვებებია, ახალგაზრდები კი უნდა განვითარდნენ“.

„ახალგაზრდა ფეხბურთელი „ბავარიაში“ უკვე მზად უნდა იყოს თამაშისათვის. ხშირად საჭიროება დგება იმისა, რომ არენდით იყოს განათხოვრებული 1 ან 2 წლით და თამაშისათვის გამზადებული დაბრუნდეს. ჩემთვის კი საჭიროა ფოკუსირებული ვიყო გუნდის შედეგებზე“.

რაც შეეხება ფილიპ ლამის ჩანაცვლებას კარლო ანჩელოტი იოშუა კიმიხს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს:

“კიმიხი - მზა შემცვლელია ლამის პოზიციისთვის. მას უდიდესი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჯოშუას დიდი მომავალი ელოდება, ის ფანტასტიური მარჯვენა მცველი დადგება“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.