» » ბუფონი ფილიპ ლამს გამოემშვიდობა

ბუფონი ფილიპ ლამს გამოემშვიდობა

21-მაი-2017, 00:34
0349
„იუვენტუსის“ გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი „ბავარიის“ კაპიტანს ფილიპ ლამს გამოემშვიდობა, რომელმაც დღეს ბოლო მატჩი ჩაატარა თავის კარიერაში.

„ძვირფასო ფილიპ! გავიგე, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტე, სადაც ყველა ტიტული მოიგე. მინდა გითხრა, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო შენს წინააღმდეგ თამაში. თითოეულ მატჩში შენ გაბედული და სამართლიანი იყავი. წარმატებებს გისურვებ მომავალში, იმისდა მიუხედავად ეს ფეხბურთი იქნება თუ ნებისმიერი ნაწილი შენს ცხოვრებაში“, - დაემშვიდობა 39 წლის ჯიჯი ბუფონი ფილიპ ლამს თავის ვიდეომიმართვაში.

რეკორდმაისტერის კაპიტანს ფილიპ ლამს მრავალჯერ უთამაშია იტალიელი გოლკიპერის წინააღმდეგ, როგორც სანაკრებო დონეზე ასევე საკლუბოზეც. იტალიელი გოლკიპერიც თავისი კლუბის ერთგულია და 15 წელია მის სამსახურში იმყოფება.

„იუვენტუსისათვის“ ბუფონი უკვე დიდი ხანია გახდა ცოცხალი ლეგენდა და სიმბოლო, ისევე როგორც ფილიპ ლამი „ბავარიისათვის“ და გერმანიის ნაკრებისათვის.

ბუფონი ფილიპ ლამს გამოემშვიდობა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..