» » გამოსამშვიდობებელი სერენადა

გამოსამშვიდობებელი სერენადა

21-05-2017, 03:56 dachi8 სიახლეები 0

გამოსამშვიდობებელი სერენადა
გულაჩუყებული ფილიპ ლამი, ფრანკ რიბერი წამყვანის ამპლუაში და მომღერალი მწვრთნელი - „ბავარიამ“ გულშემატკივრებთან ერთად ღირსეულად აღნიშნა თავისი 27-ე საჩემპიონო ტიტული. ვერცხლის სინის გადაცემიდან 2,5 საათის შემდეგ გერმანიის ჩემპიონები მიუნხენის რატუშის აივანზე გამოვიდნენ სიხარულის გულშემატკივართათვის გასაზიარებლად.

ეს შესანიშნავი დღეა! გერმანიის ჩემპიონობა ეს ღირსეული ტიტულია“, - სიტყვით გამოვიდა კარლ-ჰაინც რუმენიგე.


ლამი მადლიერია

კარლ-ჰაინც რუმენიგეს ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ფრანკ რიბერიმ მიკროფონი ხელში აიღო და ფილიპ ლამი, ხაბი ალონსო, ტომ შტარკე და ჰერმან გერლანდი გამოსაჩენ ადგილზე წინ წამოწია. კვარტეტი უნდა დამშვიდობებულიყო თავის ქომაგებს. „მე თქვენ მიყვარხართ. მადლობთ და შეხვედრამდე!“ - გადასძახა ალონსომ გულშემატკივრებს. „ამაზე მშვენიერი არაფერი არაა, ვიდრე ასე დამშვიდობება“, - დაამატა შტარკემ.

შესამჩნევად გულაჩუყებულმა ფილიპ ლამმა გულშემატკივრებს მიმართა: „აქ დგომა, რაღაც განსაკუთრებულია. თითოეულმა იცის, რომ ეს ჩემი მშობლიური ქალაქია“. კაპიტანმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, მომსახურე პერსონალს და თავის თანაგუნდელებს „მხოლოდ თქვენი წყალობით შევძელი ამის მიღწევა. მადლობთ ყველაფრისათვის! მადლობას ვუხდი თითოეულს, რომელიც ასე თუ ისე მხარს მიჭერდა ჩემი ცხოვრების გზაზე. თქვენ ყველანი ყოველთვის ჩემს გულში დარჩებით“.


გამოსამშვიდობებელი სერენადა

მოწონების ნიშნად ლამმა გულშემატკივრების ოვაციები მოისმინა, რომლებმაც (თომას მიულერის პატარა შესავლის შემდეგ, სიტყვებით: „ჩვენ აქ რაღაც მოვამზადეთ“) თავის კაპიტანს ნამდვილი სერენადა მიუძღვნეს: ათასმა ხმამ ერთხმად წამოიწყო ლამის საყვარელი სიმღერა „Weus´d a Herz hast wia a Bergwerk“ (რაინჰალდ ფენდრიქსი). „როდესაც თომასი სიტყვით მომიტრიალდა, მე უკვე უბრალოდ ზღვარზე ვიყავი“, - გაუზიარა მოგვიანებით თავისი ემოციები ლამმა Bayern.tv-ს.

მხოლოდ ული ჰიონესი იყო „მონუსხული“ ატმოსფეროთი, რომელიც მარიენპლატცზე სუფევდა: „მე დარწმუნებული ვარ, ის ფაქტი, რომ წელს მხოლოდ ერთი ტიტულის მოპოვება შევძელით, ეს შეცდომაა. ასეთი გუნდით და ასეთი გუნდური სულისკვეთებით ჩვენ ბევრის მიღწევა შეგვიძლია“.


ანჩელოტი მღერის

„ერთად ჩვენ გვსურს კიდევ ბევრი ტიტულების მოპოვება, - განაცხადა თავის მოკლე მიმართვაში კარლო ანჩელოტიმ. - ჩვენ - გერმანიის ჩემპიონები ვართ! Mia san Mia!". ამ საღამოს „ბავარიის“ მწვრთნელი პირველად იდგა ცხოვრებაში მიუნხენის რატუშის აივანზე. თავისი გამოსვლის ბოლოს მან მიკროფონი აიღო და იტალიურად ამღერდა: "I migliori anni della nostra vita" („ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები“, - რენატო ზერო)! Renato Zero

შესანიშნავი დამაგვირგვინებელი სიტყვა მშვენიერ საღამოსათვის.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.