» » რობენი ლამის შესახებ საუბრობს

რობენი ლამის შესახებ საუბრობს

21-05-2017, 15:41 -ss- სიახლეები 0

რობენი ლამის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ფილიპ ლამის საფეხბურთო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა. 33 წლის ვინგერმა, ინტერნეტ-გამოცემა FCUpdate-თან საუბრისას, აღნიშნა რომ ხსენებული ფაქტით გულდაწყვეტილია და ფილიპის წასვლით თითქოს საკუთარი სხეულის ნაწილი დაკარგა.

" რვა წლის განმავლობაში, მე ფილიპთან ერთად მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი. ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ყოველთვის სასიამოვნო იყო მასთან ერთად თამაში. ლამის წასვლით, თითქოს მარჯვენა ფეხს ვკარგავ. მსგავსი კაპიტნის არყოფნა, აუცილებლად დამაკლდება. ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი" -აღნიშნა რობენმა ჟურნალისტთან საუბრისას.

ფილიპ ლამის საფეხბურთო კარიერის დასრულებას ასევე გამოეხმაურა, მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე.

"ფილიპს შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. თავის პოზიციაზე იგი დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ვფიქრობ, მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში ლამს კიდევ შეეძლო თავისუფლად თამაში. მისი არყოფნა ძალიან დამაკლდება და ეს მხოლოდ მოედანს არ ეხება. მასთან ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შემეძლო საუბარი. ჩვენს შორის ძალიან სანდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ფილიპი ძალიან გონიერი და მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც საკუთარი შეხედულებები გააჩნია და მზად არის ბოლომდე დაიცვას იგი. დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ, ლამი თავის საქმეშიც წარმატებული იქნება."-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, 20 მაისს, "ალიანც არენაზე" ბუნდესლიგის 34-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და საფეხბურთო კლუბი "ფრაიბურგი" დაუპირისპირდა, "ბავარიელთა" კაპიტანმა ფილიპ ლამმა, საკუთარი პროფესიული კარიერა დაასრულა და დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა.

შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.