» » Goal: ანჩელოტი "დამნაშავე" ფეხბურთელებს დაემუქრა

Goal: ანჩელოტი "დამნაშავე" ფეხბურთელებს დაემუქრა

21-05-2017, 16:14 -ss- სიახლეები 0

Goal: ანჩელოტი
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, იმ ფეხბურთელებს "დაემუქრა", რომლებმაც 57 წლის სპეციალისტს, ლუდის შხაპი მოუწყო. ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტრვიუში, "ბავარიელთა" თავკაცმა აღნიშნა რომ მან ზუსტად იცის, თუ ვინ იღებდა აღნიშნულ ფაქტში მონაწილეობას და ამ ფეხბურთელებს, არც თუ ისე მარტივი წინასასეზონო მომზადება უსწინასწარმეტყველა. გარდა ამის იტალიელი სპეციალისტი ასევე შეეხო, ფილიპ ლამისა და ჩაბი ალონსოს საფეხბურთო კარიერის დასრულების საკითხსაც და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის.

"ძალიან ემოციური საღამო იყო, ლამისთვის, ალონსოსათვის და საერთოდ თითოეული ჩვენთაგანისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ორ ფეხბურთელს. მათ შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. ამ ფეხბურთელების ზურგს უკან, ფანტასტიკური საფეხბურთო კარიერა დგას, თუმცა ახლა დროა ვიფიქროთ მათ ღირსეულ შემცვლელებზე."

"ლუდის შხაპი? - ეს ძალიან სახალისო იყო. რა თქმა უნდა, ამას ველოდი და ზუსტად ვიცი, თუ ვინ გადამასხა ლუდი. ეს მხოლოდ რობენი არ ყოფილა. ამ ფეხბურთელებს, არც თუ ისე მარტივი წინასასეზონო მომზადება ელით"-ციტირებს კარლო ანჩელოტის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.