» » Kicker: შესაძლოა ბაიერნმა სანჩესი და კოშტა გაყიდოს

Kicker: შესაძლოა ბაიერნმა სანჩესი და კოშტა გაყიდოს

22-მაი-2017, 16:25
0457
ერთ-ერთი ცნობილი სპორტული გამოცემა Kicker-ი ავრცელებს საკმაოდ საინტერესო ვერსიას რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ეხება, გამოცემის აზრით მიმდინარე წელს საკმაოდ ბევრი მოთამაშე შეიცვლის ამჟამინდელ კლუბს რომელთა რიგებში რენატო სანჩესი და დუგლას კოშტაც არიან.

„რეკორდმაისტერი მზად არის მიიღოს სხვადასხვა შემოთავაზებები დუგლას კოშტასა და რენატო სანჩესის თაობაზე“-იტყობინება Kicker-ი

მიუნხენელებმა ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის ბოლო მატჩში ფეხბურთიდან ფილიპ ლამი და ჩაბი ალონსო გააცილეს, ეს კი იმაზე მიგვითითებს რომ კლუბში ძალიან ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი, უკვე გავიგეთ იმის შესახებ რომ ბაიერნმა დაიწყო მოლაპარაკებები შალკეს ლეონ გორეცკასა და არსენალის ალექსის სანჩესთან რომელთა ბავარიულ კლუბში თამაში სულაც არ იქნება დიდი მოულოდნელობა.

შესაბამისად „ბავარიის“ ხელმაძღვანელობას უპრეცედენტო თანხის გადახდა მოუწევს საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებისათვის,, ეს გარემოება კი თავის მხრივ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვასაც გულისხმობს...

კლუბიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია დუგლას კოშტა რომელიც მისი ამჟამინდელი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილოა და ამ ვითარებას ხაზი არაერთხელ გაუვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

უფრო მეტიც თუ ლონდონის არსენალის ჩილელი ვინგერი ბავარიულ კლუბთან მიაღწევს შეთანხმებას დუგლასი კლუბს აუცილებლად დატოვებს.

მეორე ვარიანტი კი რენატო სანჩესის სხვა კლუბში გაშვებაა რომელსაც კარლო ანჩელოტი არცთუ ისე დიდ დროს აძლევს სათამაშოდ, ამას უნდა დავუმატოთ ის გარემოებაც რომ ბაიერნში ნახევარცველები ძალიან მომრავლდნენ, ხავი მარტინესი, არტურო ვიდალი, ტიაგო ალკანტარა, სებასტიან რუდი და იოზუა კიმიხი ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია რომლებიც სერიოზულ პრეტენზიას აცხადებენ ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილის დამკვიდრების თაობაზე.

ამასთან, ნუ დაგვავიწყდება ისიც რომ მიუნხენული კლუბის მესვეურები ძალიან ახლოს არიან შალკეს ახალგახრდა ცენტრალური ნახევარმცველის ლეონ გორეცკას გაფორმებასთან.

ასე რომ ალიანს არენაზე ძალიან დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..