» » მოულოდნელი დუეტი და ზღვა ემოციები - „ბავარიის“ საჩემპიონო საღამოს წვეულება

მოულოდნელი დუეტი და ზღვა ემოციები - „ბავარიის“ საჩემპიონო საღამოს წვეულება

22-05-2017, 20:09 dachi8 სიახლეები 0

მოულოდნელი დუეტი და ზღვა ემოციები - „ბავარიის“ საჩემპიონო საღამოს წვეულება
შაბათს საღამოს ჩემპიონობის ზეიმი პოსტპალასტში გაგრძელდა, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა: ლამაზი სადღესასწაულო ხალიჩები, მბრწყინავი შუშა მაგიდაზე. მრგვალ სცენაზე, დარბაზის ცენტრში კი ჩანჩქერის ხმაური არღვევდა სიჩუმეს, რომლის შიგნით სეზონის თამაშების ფოტოგრაფიების პროექციები მოსჩანდა. ყველაფერი მზად იყო ზეიმისათვის.

„უდავოდ, ჩვენთვის ეს შესანიშნავი დღეა“, - დაიწყო რუმენიგემ.


გზად სამოთხისაკენ

„დღეს მე გულით მინდა გადავუხადო მადლობა იმათ, ვინც კარიერის დასრულება გადაწყვიტა“, - განაცხადა რუმენიგემ და შეეცადა არაბანალური ეპითეტები მოეძებნა თითოეული ვეტერანისათვის. შტარკემ დაიმსახურა „შესანიშნავი გოლკიპერისა და უპრობლემო ადამიანის“ წოდება, ალონსო დასახელდა როგორც „ფეხბურთის ჯენტლმენი, მეტრონომი მოედანზე. როდესაც ის ბურთს იღებს, თამაშს წარმართავს, როგორც დირიჟორი ორკესტრს“, ხოლო ლამი - „ადამიანი, რომელმაც დიდებულ შედეგებს მიაღწია. სუპერ-კაპიტანი, სუპერ-ფეხბურთელი. ძალიან დამაკლდება ის მე“. როდესაც რუმენიგემ თავისი გამოსვლა დაასრულა, შესანიშნავი სამეული პუბლიკის მხრიდან გაუთავებელ ოვაციებში ჩაიძირა.

მოწვეულ სტუმრებში ასევე ბავარიის პრემიერ-მინისტრი ჰორსტ ზეეჰორფიც იმყოფებოდა. „მე ხშირად ვიძახი, რომ თავისუფალი სახელმწიფო ბავარია - ეს პირველი გაჩერებაა სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე. არის რამოდენიმე მიზეზი ამის მტკიცებისათვის, ერთ-ერთი მათგანი კი „მიუნხენის ბავარიაა“, - ახსნა ზეეჰორფმა თავის გამოსვლაში. პოლიტიკოსმა „ბავარია“ მსოფლიო მარკად დაასახელა და მას ბავარიის ფედერალური მიწის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელჩი უწოდა . ლამი კი ერთ-ერთ უდიდეს პიროვნებად მონათლა, რომელიც ოდესმე ყოფილა გერმანიის ფეხბურთში“.

ჩემპიონთა ლიგის დონის მუსიკალური ნომრები

ზეეჰორფთან ერთად, საღამოს უამრავი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, ასევე „რეკორდმაისტერის“ ლეგენდები, როგორებიც არიან: ლუკა ტონი, ჯოვანე ელბერი, კლაუს აუგენტალერი. კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი მატიას ზამერი, პარტნიორები და სპონსორები.

საღამოს კულინარიული გმირები ტომატის წვნიანი, საქონლის ფილე და სატაცური გახდნენ. მუსიკალური გამოსვლებიც შესვენებებზე ჩემპიონთა ლიგის დონის იყო. ცნობილი მიუნხენელი ტენორი იონას კაუფმანი სპეციალურად ჩამოვიდა ლონდონიდან და ბავარიულ-საჩემპიონო ვერსია შეასრულა სიმღერის „შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ“ რიჰარდ ტაუბერის ოპერეტიდან „მომღერალი ოცნება“. ამ სიმღერის მოსმენისას ტანში ჟრუანტელი დაგივლიდა, რისგანაც კაუფმანმა თავისი მისამართითაც დაიმსახურა დიდი ოვაციები.

ანასტეიშისა და ანჩელოტის დუეტი კარლოსა და ანესტეიშას დუეტი

ლათინოამერიკელმა შემსრულებელმა ალვარო სოლერმა კი გუნდის სამხრეთამერიკული დიასპორა, ხავი მარტინესისა და რაფინიას სახით გამოაცოცხლა, რომლებიც მაშინვე გაემართნენ ცეკვის რიტმში სცენის მიმართულებით. ამერიკელმა როკ-დივამ ანასტეიშამ კი, რომელიც საზოგადოებას მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, თავისი ხიტებით ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნა. კულმინაცია კი მისი დუეტი გახდა კარლო ანჩელოტისთან.

„მადლობას ვუხდი ამ კლუბს. ეს შესანიშნავი კლუბია ფანტასტიური ფეხბურთელებით“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. „ჩვენ ყველამ ამ სეზონში კარგად ვიმუშავეთ, ფეხბურთელები კი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ აქ ვიმყოფები. ნამდვილი ოჯახი შევიძინე. ვფიქრობ, თუ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ მუშაობას, ამ ოჯახით ჩვენ შევძლებთ კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებას“.

ლამი: „ერთხელაც ჩვენ კვლავ შევხდებით ერთმანეთს“

მოგვიანებით ლამის ჯერიც მოვიდა, რომელიც ჯერ კიდევ ბავარიაში თავის ბოლო სამუშაო დღეს იხსენებდა: „არა მხოლოდ დღეს, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მე ჩემი თამაშით სანაცვლო შედეგს ვგრძნობდი. არა მხოლოდ გულშემატკივრებისაგან, ასევე თანაგუნდელებისაგან, მწვრთნელებისაგან და კლუბის ცოცხალი ლეგენდებისაგან, რომლებთანაც წილად მხვდა ერთად თამაშის ბედნიერება. მე ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ჩემპიონი გავხდებოდი, ეს მხოლოდ ოცნება იყო. და ეს ოცნება ყველაზე სასურველი იყო ჩემთვის. არის ერთი ასეთი ბავარიული სიმღერა „ერთხელაც ჩვენ კვლავ შევხდებით ერთმანეთს“ (‘Amoiseg' maunswieder‘). ახლა მე ემოციებს დაცხრომის საშუალება უნდა მივცე, დროა საჭირო, რომ ის ყველაფერი რაც მე გადავიტანე, გონებაში დალაგდეს. თუ რა იქნება ამის შემდეგ - ეს მე არვიცი“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.