» » რუმენიგე ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსს" გულშემატკივრობს

რუმენიგე ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსს" გულშემატკივრობს

23-მაი-2017, 14:32
0402
კარლ-ჰაინც რუმენიგე - “ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ შეეხო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩს მადრიდის „რეალთან“ , კერძოდ კი მსაჯის თემას. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და მთლიანად გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა აღნიშნულ მატჩზე გაწეული მსაჯობით და თვლიან, რომ არბიტრის სუსტი მუშაობის გამო წააგო „ბავარიამ“ ეს თამაში.

„ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მსაჯმა შეცდომები დაუშვა. შესაძლოა, საუკეთესო არბიტრით „ბავარიას“ მოეგო „რეალისათვის“, მაგრამ ახლა წინ უნდა გავიხედოთ. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენს თამაშებს უფრო კვალიფიცირებული არბიტრები მოემსახურებიან“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Mundo Deportivo.

გერმანული გრანდის ხელმძღვანელმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ ვის გულშემატკივრობს ჩეპიონთა ლიგის ფინალში, რუმენიგემ უპასუხა:

„ჩემპიონთა ლიგის ფინალი? მე არ ვმალავ, რომ სიმპატიებით „იუვენტუსის“ მიმართა ვარ განმსჭვალული ამ დაპირისპირებაზე“ - განაცხადა გერმანელმა ფუნქციონერმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..