» » "ბავარიის" საკადრო პოლიტიკა უკვე განხილული და დამტკიცებულია

"ბავარიის" საკადრო პოლიტიკა უკვე განხილული და დამტკიცებულია

24-05-2017, 00:24 dachi8 სიახლეები 0

ბოლო ტური ჩავლილია, ვერცხლის სინი „ბავარიელების“ ხელთაა, ჩემპიონობის აღნიშნვნაც დასრულებულია. სეზონის შეჯამების დრო დადგა. „ვფიქრობ, ეს კარგი სეზონი იყო. 15 ქულიანი უპირატესობით ჩვენ დამაჯერებლად გავხდით ჩემპიონები“, განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ საკლუბო კანალთან ინტერვიუს მიცემისას.

„ეს იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ მთელი წლის განმავლობაში. ჩემპიონობას ცალი ფეხით ვერ მოიგებ“, - ხაზი გაუსვა რუმენიგემ და აღნიშნა, რომ სხვა ტურნირებში გარემოებები საუკეთესოდ არ აეწყო გუნდისათვის.

სატრანსფერო ბაზრის გეგმები

სანამ ფეხბურთელები ისვენებენ, კლუბის ხელმძღვანელობა ინტენსიურად მუშაობს. „ჩვენ მოგვიწევს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება. სატრანსფერო ბაზარზე მალე ძალიან დაცხება“, - განაცხადა ყოფილმა თავდამსხმელმა. ნიკლას ზიულესა და სებასტიან რუდის სახით „ბავარიამ“ უკვე 2 შენაძენი გააკეთა. „ზიულემ ბოლო პერიოდში დიდი ნაბიჯი გადადგა განვითრებისაკენ და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი გახდა. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც მომავალში ძალიან დაგვეხმარება“, - შეაქო მცველი რუმენიგემ.

გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი იდეალურად ჯდება „ბავარიის“ საკადრო პროფილში. იგივე სებასტიან რუდისაც ეხება. „ის ერთ-ერთი ფაქტორი იყო „ჰოფენჰაიმის“ რიგებში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციზე გასვლაში“.

მაგრამ ამ ფეხბურთელებზე „ბავარიის“ სატრანსფერო გეგმები არ სრულდება. „ჩვენ კარლო ანჩელოტისთან და სადამკვირვებლო საბჭოსთან ერთად საკადრო პოლიტიკა განვიხილეთ და ის უკვე დამტკიცებულია“, - მოყვა რუმენიგემ, რომელმაც კონკრეტული სახელები არ დაასახელა, მაგრამ პირობა დადო: „მომავალ წელს ჩვენ ის გუნდი გვეყოლება, რომელიც ყველა ტიტულისათვის შეძლებს ბრძოლას!“.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.