» » Goal: ნაგელსმანმა რუდი და ზულე შეაქო

Goal: ნაგელსმანმა რუდი და ზულე შეაქო

24-05-2017, 11:45 -ss- სიახლეები 0

Goal: ნაგელსმანმა რუდი და ზულე შეაქო
"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, სებასტიან რუდის და ნიკლას ზულეს შესახებ ისაუბრა, რომლებიც სულ მალე მიუნხენის "ბაიერნის" სრულფასოვანი წევრები გახდებიან. ახალგაზრდა სეპეციალისტმა აღნიშნა, რომ ორივე ფეხბურთელი, ძალიან დიდი საფეხბურთო პოტენციალის მქონეა და სწორი მუშაობის შედეგად ისინი ნამდვილ ლიდერებად ჩამოყალიბდებიან, მიუნხენურ გრანდში.

"სებასტიან რუდი "ჰოფენჰაიმში" ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. თავისმხრივ ეს გამოწვეული იყო, მოედანზე მის სათამაშო ამპლუაში შეტანილი, გარკვეული ცვლილებების გამო. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, მან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შეიგრძნო, რის შედეგადაც გახდა მნიშვნელოვანი როლის მატარებელი, როგორც დაცვით ისე შეტევით მოქმედებებში."

"რაც შეეხება ნიკლას ზულეს, ის ნამდვილი ტალანტია, რომელიც იმსახურებს საკუთარ კარიერაში, შემდეგი დიდი ნაბიჯის გადადგმას. ამასთან, ზულემ შესანიშნავად იცის, რომ თუკი მას მიუნხენის "ბაიერნში" წარმატების მიღწევა სურს, ამისათვის თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი გარკვეული სათამაშო ასპექტების დახვეწა მართებს."-ციტირებს იულიან ნაგელსმანის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

შეგახსენებთ, სებასტიან რუდი და ნიკლას ზულე მომავალი საფეხბურთო სეზონიდან, მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას დაიცავენ. რაც შეეხება უკვე განვლილ 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონს, ორივე ზემოაღნიშნულმა ფეხბურთელმა "ჰოფენჰაიმის" მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხსენებული ფეხბურთელების ჯამური მონაგარი კი, 5 გატანილ გოლს და 13 შედეგიან გადაცემას ითვლის.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.