» » Tuttosport: დუგლას კოშტა - გრანდების რადარზე

Tuttosport: დუგლას კოშტა - გრანდების რადარზე

24-05-2017, 12:30 -ss- ტრანსფერები 0

Tuttosport: დუგლას კოშტა - გრანდების რადარზე
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის დუგლას კოშტას ტრანსფერისათვის, ტურინის "იუვენტუსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, ბრაზილიელი ვინგერის, გერმანული საფეხბურთო კარიერის გაგრძელება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორედ ზემოაღნიშნული, ეს ორი ევროპული გრანდი მოიაზრება მთავარ პრეტენდენტებად, ხსენებული ფეხბურთელისათვის ბრძოლაში.

ევროპა ლიგის ეგიდით გასამართი ფინალური მატჩის რეზულტატს, მანჩესტერ "იუნაიტედსა" და საფეხბურთო კლუბ "აიაქს" შორის კი, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს, რადგანაც ინგლისური გრანდი გამარჯვების შემთხვევაში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის საგზურს ინაღდებს, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, მომავალ საფეხბურთო სეზონში, კვლავაც ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. როგორც იტალიური სპორტული გამოცემა იუწყება, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას 26 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი.

რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს". გერმანულ გრანდსა და ხსენებულ ფეხბურთელს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება. transfermarkt-ის ინფორმაციით დუგლას კოშტას, მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.

2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, ბრაზილელმა შემტევმა ყველა ტურნირზე, მიუნხენური კლუბის მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 7 გატანილი გოლისა და 9 საგოლე გადაცემის ავტორი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.