» » El Mercurio: სანჩესის აგენტი მიუნხენშია

El Mercurio: სანჩესის აგენტი მიუნხენშია

24-05-2017, 13:07 -ss- ტრანსფერები 0

El Mercurio:  სანჩესის აგენტი მიუნხენშია
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობასა და ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის აგენტს, ფერნანდო ფელიჩევიჩს შორის, აქტიური წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთამერიკული სპორტული გამოცემა El Mercurio ავრცელებს. წყაროს თქმით, ზემოხსენებული მოლაპარაკებების თემა, ტრანსფერის ფინანსურ საკითხებს ეხება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული გრანდი მზად არის, ლონდონის "არსენალს", 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო თავად ალექსის სანჩესს კი წლიურ ხელფასად 13 მილიონი ევრო დაუნიშნოს, რაც 60%-ით მეტია, ჩილელი შემტევის ამჟამინდელ ფინანსურ სარგოსთან მიმართებით.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ლონდონის "არსენალსა" და ალექსის სანჩესს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ "მეთოფეთა" მიერ, ინგლისის ჩემპიონატში მიღწეული შედეგი, მომავალ საფეხბურთო სეზონში, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას არ იძლევა, რაც ამბიციური ჩილელის მიერ, კლუბის დატოვების კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება იქცეს.

2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, სანჩესი შესანიშნავი სტატისტიკური მონაცემებით გამოირჩა. ლონდონური კლუბის მაისურით ჩილელმა სულ 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 29 გოლი და განახორციელა 19 შედეგიანი გადაცემა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.