» » Goal: რონალდუს სურს რომ ლევანდოვსკი მადრიდის რეალის მოთამაშე გახდეს

Goal: რონალდუს სურს რომ ლევანდოვსკი მადრიდის რეალის მოთამაშე გახდეს

24-05-2017, 20:55 LEV4NI ჭორები 0

Goal: რონალდუს სურს რომ ლევანდოვსკი მადრიდის რეალის მოთამაშე გახდეს
ცნობილი სპორტული გამოცემა GOAL-ი ავრცელებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას რომელიც მიუნხენის ბაიერნის პოლონელ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის უკავშირდება.

როგორც ჩანს ბავარიელ შემტევს მადრიდის რეალის წევრები არ ივიწყებენ და კვლავაც დიდი სურვილი აქვთ იმისა რომ რობერტმა სამეფო კლუბის მაისური მოირგოს, აღნიშნული ტრანსფერი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტუალური გახლდათ თუმცა მითქმა-მოთქმა მას შემდეგ ჩაცხრა რაც ლევიმ ბაიერნთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ახლა კი მთავარი მოქმედი პირი კრიშტიანუ რონალდუა რომელიც მადრიდული კლუბის მესვეურებს დაჟინებით თხოვს პოლონელი მოთამაშის შეძენას, არავისთვისაა უცხო რომ პორტუგალიელს რობერტის თამაში ძალიან მოსწონს და მიაჩნია რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდია.

ჩემპიონთა ლიგის სკანდალური 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ კი სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ მადრიდელთა შემტევი ლევანდოვსკის პირადად გაესაუბრა და რეალში გადასვლა ურჩია.

ბაიერნის ცხრიანი კი სხვა აზრზეა, როგორც ვიცით მან რამდენიმე თვის წინ მან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს რომელიც ბაიერნის მაისურის ტარებას 2021 წლამდე ითვალისწინებს, შესაბამისად ალბათობა იმისა რომ პოლონელი ესპანეთის დედაქალაქში გადავა სათამაშოდ მაქსიმალურად შემცირდა.

რეალი კი მისდამი ინტერესს ჯერ კიდევ 2010 წელს იჩენდა როდესაც „ბობეკი“ დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ლევიმ სამეფო კლუბს რეკორდმაისტერის რიგებში თამაში ამჯობინა.

ახლა უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, როგორც ჩანს კრიშტიანუს ძალიან სურს რომ შემტევი ტრიო სახელად BBC, BLC-მ ჩაანაცვლოს, თუმცა აქვე უნდა დავაანონსოთ ის რომ ამ ყველაფრის განხორციელების ალბათობა საკმაოდ მცირეა რადგან პოლონელი ფორვარდი მიუნხენის ბაიერნი უდავო ლიდერია და მას ბავარიული კლუბის მესვეურები მარტივად არ დათმობენ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.