» » Süddeutsche Zeitung : რუმენიგე ჰიონესს არ ეთანხმება

Süddeutsche Zeitung : რუმენიგე ჰიონესს არ ეთანხმება

25-05-2017, 11:22 -ss- სიახლეები 0

Süddeutsche Zeitung : რუმენიგე ჰიონესს არ ეთანხმება
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, არ ეთანხმება კლუბის პრეზიდენტის ული ჰიონესის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ "ბავარიისათვის" სეზონის განმავლობაში ერთი ტიტულის მოგება მიუღებელი ფაქტია. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, რუმენიგე აცხადებს, რომ გერმანიის ჩემპიონატის მოგება, მიუნხენური გრანდის დიდი მიღწევაა და აღნიშნული ფაქტის დაკნინება არ შეიძლება.

"თუკი ჰიონესმა მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული შეხედულებები გაგვაჩნია. ჩვენი კლუბისათვის, გერმანიის ჩემპიონატის მოგება, ეს ძალზედ სერიოზული და დიდი მიღწევაა. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას, იმისათვის რომ ხსენებულ ტურნირზე წარმატებას მიაღწიო, ყველაფერი იდეალურად უნდა მუშაობდეს."-ციტირებს კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ გერმანული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ, მხოლოდ ერთ მოპოვებულ ტიტულს დიდ წარმატებად ვერ მიიღებს და ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციებისა და კლუბის შემადგენლობის გათვალისწინებით, "რეკორდმაისტერისაგან" იგი გაცილებით მეტს ელოდა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.