» » ბოატენგი: "ბაიერნიდან" წასვლას არ ვაპირებ

ბოატენგი: "ბაიერნიდან" წასვლას არ ვაპირებ

26-მაი-2017, 11:38
0313
"ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან საუბრისას, უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 28 წლის უკანახაზელი "რეკორდმაისტერის" დატოვებას გეგმავს. ბოატენგის თქმით, განვლილ საფეხბურთო სეზონში ტრავმებმა მნიშვნელოვნად შეაწუხა, რამაც თავისი წვლილი შეიტანა, მის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაში, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონს, შესაბამისი ფიზიკური მდგომარეობით შეხვდება.

"არ ვაპირებ მიუნხენის "ბაიერნის" დატოვებას. ყოველთვის ვამბობდი, რომ მსოფლიოს მაშტაბით, სულ რამდენიმე კლუბია, რომელიც მსგავს ძალას და საფეხბურთო ტრადიციებს ფლობს. რა თქმა უნდა, მე ისე ხშირად არ ვთამაშობდი, როგორც ეს მსურდა და სავსებით ნორმალურია, რომ ამ დროს გარკვეული უკმაყოფილების გრძნობა გეუფლება, მაგრამ ეს ტრავმებითაც იყო განპირობებული. ახლა კუთვნილ შვებულებას გამოვიყენებ იმისათვის, რომ წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს, შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში შევხვდე"

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, ჟერომმა ასევე საინტერესო კომენტარი გააკეთა, თანამედროვე ფეხბურთის ორი გამორჩეული მოთამაშის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ და მათ წინააღმდეგ თამაშის ნიუანსებზე ისაუბრა.

"ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, ეს ორი ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა საფეხბურთო მოედანზე. თუმცა მათ გვერდით მე ასევე დავაყენებდი, კარიმ ბენზემას, ედენ აზარს და ნეიმარ ჟუნიორს. რაც შეეხება მესის, მისი შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. რონალდუს წინააღმდეგ თამაში, უფრო ადვილია ვიდრე მესის, რადგანაც კრიშტიანუ აქცენტს ფიზიკურ ძალაზე აკეთებს. ამჟამად იგი, ნაკლებ ყურადღებას უთმობს დრიბლინგს და მხოლოდ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში გვევლინება. რონალდუს აქვს განსაკუთრებული უნარი, აღმოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილზე."-"-ციტირებს "ბავარიელი" მცველის სიტყვებს გამოცემა Sport Bild-ი
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..