» » მიულერმა და ალკანტარამ ჩაბი ალონსოს შესახებ ისაუბრეს

მიულერმა და ალკანტარამ ჩაბი ალონსოს შესახებ ისაუბრეს

26-05-2017, 12:23 -ss- სიახლეები 0

მიულერმა და ალკანტარამ ჩაბი ალონსოს შესახებ ისაუბრეს
მიუნხენის "ბაიერნის" ორი გამორჩეული ფეხბურთელი, ტომას მიულერი და ტიაგო ალკანტარა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ჩაბი ალონსოს მიერ, საკუთარი საფეხბურთო კარიერის დასრულებას გამოეხმაურნენ. ხსენებულმა "ბავარიელებმა" საქებარი სიტყვები არ დაიშურეს ესპანელი ვეტერანის მისამართით და მის განსაკუთრებულ საფეხბურთო უნარ-ჩვევებზე ისაუბრეს.

ტომას მიულერი: "ალონსო ერთ-ერთი ფეხბურთელია იმათგან, ვინც თანამედროვე დიაგონალური გადაცემა, პრაქტიკაში დანერგა. მთელი მისი კარიერის განმავლობაში, იმ კლუბებში სადაც კი ის თამაშობდა ყველგან უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა, ხოლო ფინალურ შეხვედრებში კი მთავარ როლს ირგებდა. ყველა შემთხვევაში, ფეხბურთს დააკლდება ეს ადამიანი. ყოველი საფეხბურთო კარიერა ოდესღაც მთავრდება. "ბაიერნმა" ალონსოს არყოფნით გამოწვეული მოცემულობა უნდა გადალახოს და წინსვლა განაგრძოს."

ტიაგო ალკანტარა: "ჩაბი წარმოუდგენლად დიდი პროფესიონალია. კლუბის მიერ გამართულ თითოეულ ვარჯიშზე იგი პირველი მოდიოდა, ხოლო მოედანს უკანასკნელი ტოვებდა. უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას, ალონსო რაღაც გაგებით მწვრთნელიც კი იყო, ამიტომაც ყველა კლუბისათვის, სადაც კი იგი ასპარეზობდა, უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელს წარმოადგენდა. ჩაბი ცალსახად უდიდესი ტალანტია, რომელიც პირველ რიგში ხასიათდებოდა, როგორც შესანიშნავი გადაცემების შემსრულებლად. ჩვენს კლუბს, ისევე როგორც ზოგადად ფეხბურთს იგი დააკლდება, თუმცა ეს ცხოვრების კანონია. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ."

შეგახსენებთ, 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონის დასასრულს, მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ლეგიონერმა ჩაბი ალონსომ, საკუთარი პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.