» » Kicker: ადლერმა მიუნხენში კარიერის გაგრძელება არ გამორიცხა

Kicker: ადლერმა მიუნხენში კარიერის გაგრძელება არ გამორიცხა

26-05-2017, 13:03 -ss- სიახლეები 0

Kicker:  ადლერმა მიუნხენში კარიერის გაგრძელება არ გამორიცხა
საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგის" ყოფილი კარის დარაჯი რენე ადლერი, მის სამომავლო გეგმებზე, ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 32 წლის კიპერის განცხადებით, ამ მომენტისათვის იგი პროფესიული კარიერის დასრულებას არ გეგმავს და ასპარეზობის გაგრძელება, რომელიმე ევროპულ გუნდში სურს. ადლერის თქმით, იგი არაფრის გამორიცხვას არ აპირებს, მათ შორის არც მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში შესაძლო ჩარიცხვას.

"ჩემი სურვილია, მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში ევროპაში, მაღალ დონეზე ვიასპარეზო. საზღვარგარეთის კლუბებში თამაშის შესაძლებლობა, ამ მომენტისათვის ჩემთვის აქტუალურია. ჩემი მიზანია ვითამაშო! რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს", ბოლო დროს ხშირად მეკითხებოდნენ ხსენებულ ალტერნატივაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მომენტისათვის არაფერს გამოვრიცხავ" - ციტირებს ადლერის სიტყვებს გამოცემა Kicker-ი.

შეგახსენებთ, გერმანულ საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგის" რიგებში რენე ადლერი 2012 წლიდან ასპარეზობდა. აღნიშნულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება კი ფეხბურთელს 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, რომლის არ გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება, ადლერმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო.

"ხელმძღვანელობას შევატყობინე, რომ კონტრაქტის გაგრძელებას არ ვაპირებდი. ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. რა იქნება მომავალში, ვერაფერს გეტყვით, სხვა კლუბების წარმომადგენლებთან საუბარი ჯერ-ჯერობით არ მქონია. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. "ჰამბურგი" მუდამ მემახსოვრება, მითუმეტეს ასეთი ემოციური სეზონის შემდეგ. მოვიდა დრო ჩემს კარიერაში ახალი თავი გადავშალო. ეს დასასრული არ არის" - აღნიშნა ადლერმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.