» » რუმენიგე: ლევანდოვსკის შემცვლელზე საუბარი არამართებულია

რუმენიგე: ლევანდოვსკის შემცვლელზე საუბარი არამართებულია

26-05-2017, 14:06 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე: ლევანდოვსკის შემცვლელზე საუბარი არამართებულია
მიუნხენური გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, იმის შესახებ რომ მიუნხენის "ბაიერნს", რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი ესაჭიროება. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, რუმენიგემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტრანსფერის განხორციელება, რამოდენიმე პრობლემასთანაა დაკავშირებული და სწორედ ამიტომ კლუბი თავს იკავებს ხსენებული ქმედებისაგან.

"მიუნხენის "ბაიერნის" მიერ გამართული შეხვედრების 85-90% შემთხვევაში, რობერტ ლევანდოვსკი კლუბის ძირითად თერთმეტეულში იმყოფება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რომელი ფორვარდი მოისურვებს დასჯერდეს დარჩენილ 15%-ს? რა თქმა უნდა, მესმის ამ დისკუსიების. საუბარია, იმაზე რომ "ბაიერნმა" უნდა მოიყვანოს უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერი საკმაოდ ძვირიც დაჯდება და რომელსაც ნაკლები სათამაშო დრო ექნება. გარდა ამისა, რთულია მიაღწიო იმას, რომ ეს ფეხბურთელი შესაბამის განწყობაზე ამყოფო."

მიუნხენელთა ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა, იმ ფეხბურთელების სატრანსფერო საკითხებზე, რომელთა ასოცირებამ მიუნხენის "ბაიერნთან", ბოლო დროს დასავლურ პრესაში განსაკუთრებით იმატა. რუმენიგეს განცხადებით, კლუბი არარეალური თანხების გადახდას არ აპირებს და ინგლისში არსებულ სატრანსფერო პოლიტიკას სისულელეც კი უწოდა.

"მოცემულ მომენტში, მიუნხენის "ბაიერნთან" მრავალ ფეხბურთელს აკავშირებენ. არ ვაპირებ ყველაფერ ამაზე კომენტარი გავაკეთო და კონკრეტული ფეხბურთელები დავასახელო. ფაქტია, "ბავარიის" ყურადღების ცენტრში, შესაძლოა მხოლოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები მოექცნენ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად "ბაიერნი" არ აპირებს ისეთ სისულელეში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ინგლისში აქვს ადგილი" - აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.