» » "ბავარიელები" ნაციონალური გუნდების რიგებში

"ბავარიელები" ნაციონალური გუნდების რიგებში

26-05-2017, 21:58 dachi8 სიახლეები 0

ზაბენერ შტრასეზე სიჩუმეა გამეფებული. იმ დროს, როდესაც „ბავარიელების“ ერთი ნაწილი დამსახურებულ შვებულებაშია, სხვები ნაციონალური გუნდების ფერების დასაცავად მიემგზავრებიან. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გარდა, წელს კონფედერაციის თასი გათამაშდება 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.

fcbayern.com გთავაზობთ „ბავარიელების“ მატჩების მიმოხილვას ნაკრების შემადგენლობებში.

კიმიხი კონფედერაციის თასზე მიდის

საკმაოდ უცნაური სიტუაციაა - იოშუა კიმიხი - ერთადერთი „ბავარიელია“, რომელიც გერმანიის ნაკრების განაცხადშია. თამაშებში დანიასთან (6 ივნისი, ამხანაგური მატჩი) და სან მარინოსთან (10 ივნისი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი) კიმიხი თავის მომავალ თანაგუნდელებს შეხვდება ნიკლას ზიულესა და სებასტიან რუდის, რომლებიც ასევე განაცხადში არიან მოხვედრილნი.
შემდეგ სამეული რუსეთში გაემგზავრება კონფედერაციის თასზე. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრები ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება (19 ივნისი), ჩილეს (22 ივნისი) და კამერუნს (25 ივნისი).
ჩილეს ნაკრებთან მატჩში კიმიხი და არტურო ვიდალი ბარიკადების სხვა და სხვა მხარეს აღმოჩნდებიან. 30 წლის ნახევარმცველი ჩილეს ნაკრების განაცხადშია შეყვანილი, რომელსაც ბურკინა-ფასოსთან (3 ივნისი), რუსეთთან (9 ივნისი) და რუმინეთთან (13 ივნისი) მოუწევს დაპირისპირება.


რაფინია განაცხადშია

თუმცა, ვიდალი და კიმიხი ერთადერთი „ბავარიელები“ არ არიან, რომელთაც ზაფხულში ტიტულისათვის ბრძოლა მოუწევთ. რენატო სანჩესი პორტუგალიის ნაკრების განაცხადშია შეყვანილი (U21) ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე (16-30 ივნისი), სადაც ჯგუფურ ეტაპზე სერბიის (17 ივნისი), ესპანეთის (20 ივნისი) და მაკედონიის (23 ივნისი) ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება. ტურნირი რობერტ ლევანდოვსკის სამშობლოში ჩატარდება, რომელსაც მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოუწევს პოლონეთის ნაკრების მაისურით - 10 ივნისს რუმინეთის წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ფარგლებში.

იგივეა დავიდ ალაბას სიტუაციაშიც. „ბავარიის“ მარცხენა მცველს მხოლოდ 1 მატჩი ელოდება - 11 ივნისს, დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ.

არიენ რობენი და ჰოლადიის ნაკრები 3 მატჩს ჩაატარებენ: 2 ამხანაგური მაროკოს (31 მაისს) და კოტ-დივუარის (4 ივნისს) წინააღმდეგ, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდებიან (9 ივნისს).

ტიაგო ესპანეთის ნაკრებში თავიდან მურსიაში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და კოლუმბიას დაუპირისპირდება (7 ივნისს), შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე მაკედონიას შეხვდება (11 ივნისს). გამგზავრება მოუწევს დუგლას კოსტასა და რაფინიასაც, რომელიც პირველად 2015 წლის სექტემბრიდან გამოძახებული იქნა ბრაზილიის ნაკრებში. მელბურნში ბრაზილიელები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ არგენტინის წინააღმდეგ (9 ივნისს) და (13 ივნისს) ავსტრალიასთან.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.