FCB: რეკორდული სეზონი ციფრებში
ზედიზედ ხუთი ვერცხლის სინი - ეს არის უნიკალური მიღწევა რომელიც ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთ გუნდს არ ჰქონია მანამ სანამ 2017 წელს მიუნხენის ბაიერნმა ისტორიაში რიგით 27-ე და ზედიზედ მეხუთე თასი არ აღმართა.
ბავარიული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი კი ამ რეკორდულ თარიღთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო სტატიას გვთავაზობს რომელშიც წელს დამყარებული რეკორდებია ჩამოთვლილი.
გუნდური რეკორდები:
0-პირველად უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, ბაიერნმა მოახერხა და გერმანიის ჩემპიონატში არცერთი საშინაო შეხვედრა არ წააგო. გუნდმა ალიანს-არენაზე 13 მატჩი მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, გაიტანა 55 და გაუშვა მხოლოდ 9!
5- ბაიერნი პირველი კლუბია რომელმაც შეძლო და გერმანიის ჩემპიონის ტიტულის დაცვა ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში მოახერხა. ამ რეკორდულ მაჩვენებელს საფუძველი 2012/13 წლების სეზონში დაედო.
6- ბაიერნმა ასევე დაიცვა ზამთრის ჩემპიონის ტიტული რომელიც ზედიზედ მეექვსე გამოდგა, ისტორიაში ასეთი რამ სულ 21-ჯერ მოხდა რომელთაგან ბაიერნმა 18-ჯერ შეძლო ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება.
11- გასულ სეზონში ბავარიამ 11-ჯერ მოახერხა გოლის გატანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გერმანიის მასშტაბით კი აღნიშნული მიღწევა რეკორდულთა სიას განეკუთვნება.
15-რეკორდმაისტერმა ტიტულის დაცვისთვის ბრძოლაში ლაიფციგს აჯობა რომელიც არც მეტი არც ნაკლები უკან 15 ქულით ჩამოიტოვა.
82-ბუნდესლიგაში დაგროვებული ქულათა რაოდენობა ბაიერნის ისტორიაში რიგით მეოთხე შედეგია, ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი კლუბს კი 2012/13 წლების სეზონში ჰქონდა-91. (2013/14 წლებში 90 ქულა და 2015/16 წლებში 88 ქულა).
89-ბაიერნის შეტევა მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო, „წითლებმა“ მეტოქე გუნდის კარის აღება 89-ჯერ მოახერხეს რომელიც 16-მა ბავარიელმა გაიტანა. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ბავარიულ გიგანტს მხოლოდ 2-ჯერ 2000 და 2013 წლებში ჰქონდა.
ინდივიდუალური რეკორდები:
1-კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი რომელმაც ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატი მოიგო, იტალიელმა სპეციალისტმა ეს შედეგი 57 წლის ასაკში დააფიქსირა.
6 და 7- ეს ციფრები არტურო ვიდალისა და დუგლას კოშტას ჩემპიონობა უკავშირდება, ჩილელმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა (4-ჯერ იუვენტუსში, 2-ჯერ ბაიერნში), კოშტასთვის კი წელს მოპოვებული ჩემპიონობა რიგით მეშვიდე გამოდგა (5-ჯერ შახტარში, 2-ჯერ ბაიერნში)
7-რიბერიმ მოახერხა და გერმანიის ჩემპიონის ტიტული მეშვიდეთ მოიპოვა, ამ მაჩვენებლით კი ფრანგი მოთამაშე ყველაზე წარმატებული არაგერმანელია ბუნდესლიგის ისტორიაში.
8- წელს მოპოვებული ჩემპიონის ტიტული ლეგენდარული ფილიპ ლამისთვის მერვე გახლდათ, ამ მაჩვენებლით კი ის გაუთანაბრდა ისეთ გენიალურ მოთამაშეებს როგორებიც ოლივერ კანი, მეჰმეთ შოლი და ბასტიან შვაინშტაიგერი არიან.
10-არიენ რობენის მაისურის ნომერი ემთხვევა ჩემპიონის ტიტულების რაოდენობას, ჰოლანდიელმა მოთამაშემ შეძლო და 6-ჯერ მოახერხა გერმანიის, 2-ჯერ ინგლისის, 1-ჯერ ესპანეთის და ამდენჯერვე ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგება.
11-ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩში მოახერხა 2 ან მეტი გოლის გატანა, ამაზე უკეთესი მაჩვენებლით კი მხოლოდ გერდ მიულერი გამოირჩა 1971/72 წლებში(12)
20-კინგსლი კომანმა 20 წლის ასაკში მოახერხა სამ სხვადასხვა ქვეყანაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. (იტალია, საფრანგეთი და გერმანია)
21-სიმბოლურია რომ ფილიპის ნომერი მისი ტიტულების რაოდენობა დაემთხვა, ბავარიის შემადგენლობაში ლამმა 21 ტიტული მოიპოვა და მხოლოდ 3 მოთამაშეს ოლივერ კანს, მეჰმეთ შოლს და ბასტიან შვაინშტაიგერს ჩამორჩა.
24-დავიდ ალაბამ 24 წლის ასაკში მოახერხა რიგით მეექვსე ვერცხლის სინის მოგება, აქამდე ასეთი შედეგი არცერთ ავსტრიელ ფეხბურთელს არ ჰქონია.
30-რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონი გასულის მსგავსად 30 გატანილი გოლით დაასრულა, ასეთი მაჩვენებელი კი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა შორეულ 1970 და 1973 წლებში.
50-ფრაიბურგთან გამართული მატჩი იოზუა კიმიხისთვის რიგით 50-ე გამოდგა, საინტერესოა რომ 22 წლის ასაკში არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია ისეთი შედეგი როგორიც წელს კიმიხმა დააფიქსირა. გეტყვით რომ ახალგაზრდა გერმანელმა ჩატარებული 50 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო. (41 გამარჯვება და 8 მარცხი)
250-ეს რიცხვი კი ფილიპ ლამის მიერ ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე მიგვითითებს, ამ მხრივ კი მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ 2 მოთამაშეს ოლი კანს (310) და მანფრედ კალტცს (291) აქვთ.