» » ანჩელოტი სეზონით კმაყოფილია

ანჩელოტი სეზონით კმაყოფილია

29-05-2017, 01:47 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტი სეზონით კმაყოფილია
„ბავარიის“ მწვრთნელის რანგში, პირველ საზაფხულო შესვენებაზე კარლო ანჩელოტის თავისი გეგმა აქვს: „ერთი კვირა მხოლოდ გამოძინებას დავუთმობ!“ - იძახის იტალიელი. უკან 50 ოფიციალური მატჩით დაძაბული დრო უკვე მოტოვებულია. კარლო ანჩელოტი კი კმაყოფილია თავისი პირველი სეზონით „ბავარიაში“.

„სეზონმა კარგად ჩაიარა, ჩვენ კმაყოფილები ვართ. სამწუხაროდ, გადამწყვეტი მატჩების წინ ჩვენ პრობლემები გვქონდა ლევანდოვსკისთან და ჰუმელსთან დაკავშირებით. ჩვენ არ გაგვიმართლა“, - იძახის ანჩელოტი. თუმცა მთლიანობაში იტალიელს დადებითი მოგონებები დარჩა ბოლო 12 თვეზე. ანჩელოტიმ ახალ ლიგაში 15 ქულიანი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვა.

აღფრთოვანებულია ბუნდესლიგით

„ყველა სტადიონი ბოლომდე შევსებულია, ყოველთვის მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. გუნდები სწრაფ ტემპში თამაშობენ, ტაქტიკურად კი ძალიან კარგად განსწავლულები არიან. ყველა შესანიშნავად ორგანიზებულნი არიან დაცვაში. სუპერ გამოცდილება მივიღე, საოცრად საინტერესო იყო ახალი კულტურის გაცნობა“, - არ მალავდა ანჩელოტი თავის აღფრთოვანებას გერმანიის ჩემპიონატისაგან.

გერმანიაში თავის სადებიუტო სეზონში ანჩელოტიმ სუპერთასი და ვერცხლის სინი მოიპოვა. ამიტომ შემდეგი სეზონის გეგმა მარტივია: „მომდევნო სეზონში უფრო უკეთესი უნდა გავხდეთ, მაგრამ ზოგჯერ რთულია ყველა დეტალის გაკონტროლება“.

ძალების მოკრება ახალი ამოცანების შესასრულებლად

მაგრამ ჯერ მისტერს სურს უბრალოდ დატკბეს დამსახურებული შვებულებით, რომელსაც ის კანადაში გაატარებს. „ვანკუვერში მივფრინავ, სადაც მომდევნო თვეს გავატარებ“. განსაკუთრებული გეგმები არ გააჩნია, მაგრამ „მნიშვნელოვანი იქნება გამოძინება“.

შემდეგ ანჩელოტი მიუნხენში დაბრუნდება, სადაც ის ისევე კარგად გრძნობს თავს, როგორც ვანკუვერში. „მიუნხენი - ძალიან სასიამოვნო ქალაქია საცხოვრებლად. ვანკუვერს ის ძალიან გავს. ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია აქ“ - იძახის იტალიელი.

1 ივლისს კი ზაბენერ შტრასეზე მუშაობა კვლავ გაჩაღდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.