» » Goal: ბაიერნი ვილიანით დაინტერესდა

Goal: ბაიერნი ვილიანით დაინტერესდა

29-05-2017, 19:11 LEV4NI ჭორები 0

Goal: ბაიერნი ვილიანით დაინტერესდა
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯარა ძალიან დატვირთული იქნება, მართალია რამდენიმე კლუბმა უკვე შეიძინა გარკვეული რაოდენობის მოთამაშეები მაგრამ ყველამ კარგად იცის რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

ბევრი იწერება ბავარიული კლუბის შესახებაც რომელსაც ერთბაშად რამდენიმე საინტერესო მოთამაშეს უკავშირებენ, ესენია: ალექსის სანჩესი, ლეონ გორეცკა, იულიან ბრანდტი, მარკო ვერატი, რენე ადლერი, კაელ უოლკერი და სერჟ გნაბრი.

ახლახანს კი ცნობილმა სპორტულმა გამოცემა GOAL-მა გაავრცელა ძალიან საინტერესო ინფორმაცია რომლის თანახმადაც ბაიერნის მესვეურები აქტიურად ადევნებენ თვალყურს ლონდონის ჩელსის ნახევარცველ ვილიანს, ბრაზილიელი კი ბოლო პერიოდში არისტოკრატების შემადგენლობაში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ჭორების კატეგორიას განეკუთვნება თუმცა არავისთვისაა უცხო ის გარემოება რომ ბავარიელთა იტალიელ თავკაცს ნახევარდაცვის გაძლიერება ძალიან სურს და ამისათვის სატრანსფერო ბაზარზე სერიოზულ მუშაობას აპირებს.

როგორც ჩანს მიუნხენში თვლიან რომ ლონდონელთა 22 ნომერი რეკორდმაისტერის შემადგენლობას საგრძნობლად გაძლიერებს, თუმცა მათი მხრიდან სერიოზული განცხადება ამ ტრანფერის თაობაზე ჯერ ნამდვილად არ ყოფილა.

რთული სათქმელია თუ რამდენად შედგება ზემოთ ხსენებული გაცვლა თუმცა ცნობილია რომ იმ კლუბს რომელსაც ვილიანის საკუთარ შემადგენლობაში ხილვა სურს 50 მილიონის გადახდა მოუწევს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.