» » ანტონიო კონტემ თვალი ჟერომ ბოატენგს დაადგა

ანტონიო კონტემ თვალი ჟერომ ბოატენგს დაადგა

30-05-2017, 15:44 LEV4NI ჭორები 0

ანტონიო კონტემ თვალი ჟერომ ბოატენგს დაადგა
როგორც ჩანს ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელს საკუთარი გუნდის რიგებში გერმანელი მოთამაშის ხილვა სურს, საქმე ეხება რეკორდმაისტერის 29 წლის უკანახაზელ ჟერომ ბოატენგს რომლისთვისაც გასული სეზონი ბაიერნის რიგებში არცთუ ისე შედეგიანი გამოდგა.

მოგეხსენებათ რომ წინა სეზონში არისტოკრატები ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონები გახდნენ, შესაბამისად 2017/18 წლებში ლონდონური კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშებს სადაც ძლიერი შემადგენლობა წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ბოატენგი კი დაცვის ხაზის გაძლიერების საკმაოდ საინტერესო ალტერნატივაა რადგან უკანასკნელ პერიოდში ჟერომი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა, მართალია ბაიერნი ასეთ მოთამაშეებს არ თმობს თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი რომლის გამოც აღნიშნული ტრანსფერი შეიძლება სერიოზულად განვიხილოთ.

დავიწყოთ იქედან რომ ბავარიულ გრანდში ძალიან ბევრი ცენტრალური მცველი ირიცხება, გარდა იმისა რომ ანჩელოტის გუნდის შემადგენლობაში ჟერომის გარდა კიდევ ორი ძალიან მაღალი დონის მოთამაშე თამაშობს კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად შეიძინეს ჰოფენჰაიმის ორი უკანახაზელი, ნიკლას ზულე და სებასტიან რუდი.

ამას დავუმატოდ ის რომ კარლო ანჩელოტის გუნდში სხვადასხვა მიზეზების გამო 28 წლის ფეხბურთელს სათამაშოდ არცთუ ისე დიდი დრო ეძლეოდა, მართალია ბოატენგმა ახლახანს განაცხადა რომ მიუნხენის დატოვებას არ აპირებს თუმცა იყო პერიოდი როდესაც ჟერომი აღნიშნულ საკითხს ხშირად ეხებოდა.

ჯონ ტერიმ კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ლეგენდარულმა ინგლისელმა მცველმა 18 წლიანი დიდებული კარიერა ჩემპიონის რანგში დაასრულა და საკმაოდ ემოციურად გამოემშვიდობა ლონდონის ჩელსის გულშემატკივარს.

შეგახსენებთ რომ ბოატენგი ბავარიული კლუბის რიგებს 2011 წელს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ მანჩესტერ სიტიდან შეუერთდა სადაც ოთხი წელი ითამაშა, ასე რომ გერმანელ მცველს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

გეტყვით იმასაც რომ რეკორდმაისტერის 27-ე ნომრის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.