» » სანჩესისთვის ბრძოლაში ბაიერნს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

სანჩესისთვის ბრძოლაში ბაიერნს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

30-05-2017, 16:20 LEV4NI ტრანსფერები 0

სანჩესისთვის ბრძოლაში ბაიერნს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
არსებობდა მოსაზრება რომლის თანახმადაც მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ბავარიული კლუბის მთავარი შენაძენი ჩილელი ვინგერი ალექსის სანჩესი უნდა ყოფილიყო თუმცა როგორც ჩანს ლონდონის არსენალის ლიდერით პეპ გვარდიოლაც სერიოზულადაა დაინტერესებული.

არავისთვისაა საიდუმლო რომ კატალონიელი სპეციალისტი მომავალი სეზონისთვის სერიოზულად მომზადებას აპირებს, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ მანჩესტერული კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან იაქტიურებს და შესაბამისად დიდ ფულსაც დახარჯავს.

პეპს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელთა გარკვეული კატეგორია რომელთა გადმობირებაზე სიტის ხელმძღვანელობამ სერიოზული სამუშაოები უნდა ჩაატაროს, Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ალექსის სანჩესია.

ცნობილია რომ ჩილელი ვინგერის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს მიუნხენის ბაიერნიც, მიუხედავად იმისა რომ არსენალს ალექსისის შენარჩუნება ძალიან სურს ბავარიული კლუბის ხელმძღვანელებმა აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყეს თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ამ ტრანსფერში ბაიერნს კონკურენტები ისედაც არ აკლდა, ახლა კი მათ რიგებს მანჩესტერ სიტიც დაემატა. პეპ გვარდიოლას მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ახალგაზრდა გერმანელი ლეროი სანე ჰყავს რომელიც გასულ სეზონში არასტაბილური თამაშით გამოირჩა.

ასეთი მოთამაშეებით დიდ ტურნირებზე წარმატების მიღწევა კი არცთუ ისე მარტივია, სწორედ ამ მიზეზით კატალონიელმა სპეციალისტმა თვალი დაადგა იმ მოთამაშეს რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

საინტერესოა ისიც რომ ალექსისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბარსელონაში პეპ გვარდიოლას მოღვაწეობის დროს თამაშობდა და უნდა ითქვას რომ ესპანელ სპეციალისტს სანჩესის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვრილი მიუძღვის.

სწორედ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ ბარსელონაში მიეცა სანჩესს იმის შესძლებლობა რომ საკუთარი ძალები ფართო საზოგადოებისთვის წარმოეჩინა და რაც მთავარია მიეღო გამოცდილება ისეთ დიდ ტურნირზე როგორიც ჩემპიონთა ლიგაა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.