» » დუგლას კოსტასთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო

დუგლას კოსტასთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო

30-05-2017, 17:07 dachi8 სიახლეები 0

დუგლას კოსტასთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო
“ბავარიის“ ვინგერი დუგლას კოსტა პსჟ-ს ინტერესებში მოექცა. ფრანგული კლუბი შეეცდება ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას, იტყობინება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

ის, რომ „იუვენტუსი“ 27 წლის ბრაზილიელით დაინტერესებულია უკვე დიდი ხნის გაცხადებულია და პრესაზე დაყრდნობით ტურინელებს უკვე პირველი ნაბიჯებიც გადადგმული აქვთ ვინგერის გადაბირებისაკენ. თუმცა, თავისი ინტერესი ასევე დააფიქსირა „პარი სენ-ჟერმენმაც“. ამავე დროს ცნობილია, რომ კოსტას გაფორმებაში „იუვენტუსი“ ფავორიტი იქნება, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს მიუნხენურ კლუბთან.

თუ რომელ კლუბს აირჩევს თავად ფეხბურთელი ცოტა ხანში შევიტყობთ.

2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, ბრაზილელმა შემტევმა ყველა ტურნირზე, მიუნხენური კლუბის მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 7 გატანილი გოლისა და 9 საგოლე გადაცემის ავტორი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.