» » ბოატენგი: ეს გაგვაძლიერებს !

ბოატენგი: ეს გაგვაძლიერებს !

31-05-2017, 11:52 -ss- სიახლეები 0

ბოატენგი: ეს გაგვაძლიერებს !
მიუნხენური კლუბის ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა Tageszeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, 2016-2017 წლის განვლილ საფეხბურთო სეზონს აჯამებს. 28 წლის უკანახაზელის განცხადებით, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ მოპოვებული მხოლოდ ერთი ტიტული, შესაძლოა "რეკორდმაისტერსათვის" არც თუ ისე ცუდი ფაქტი აღმოჩნდეს და მომავალ სეზონში, კლუბის მოტივაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს.

"რა თქმა უნდა, გვსურდა რომ გაცილებით მეტი ტიტული მოგვეპოვებინა, თუმცა შეუძლებელია ყოველ საფეხბურთო სეზონში 2-3 ჯილდოს დაეუფლო. ხანდახან სასარგებლოც არის, როდესაც წარმატებას მხოლოდ ერთ ფრონტზე აღწევ. მოტივაციის თვალსაზრისით, ამან შესაძლოა მომავალ საფეხბურთო სეზონში, ტიტულებისათვის ბრძოლაში, გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი შეიძინოს." - ციტირებს "ბავარიელი" მცველის სიტყვებს გამოცემა Tageszeitung-ი

შეგახსენებთ, განვლილი საფეხბურთო სეზონი მიუნხენის "ბაიერნისათვის" არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. გერმანული გრანდი, ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა, ხოლო შემდგომ გერმანიის თასისათვის ბრძოლასაც დაემშვიდობა. აღნიშნულ სეზონში, "ბავარიის" გულშემატკივართათვის, სანუგეშო ფაქტად მხოლოდ ბუნდესლიგის, რიგით მეხუთედ მოგება რჩება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.