» » ალექსის სანჩესი "ბავარიას" უახლოვდება

ალექსის სანჩესი "ბავარიას" უახლოვდება

31-05-2017, 15:46 dachi8 სიახლეები 0

ალექსის სანჩესი
ლონდონის “არსენალის“ 2 წამყვანი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი და მესუთ ოზილი, რომლებსაც 2018 წლის ზაფხულში ეწურებათ კონტრაქტი, ლონდონურ კლუბთან არ აპირებენ ხელშეკრულების გაგრძელებას.

ასეთი გადაწყვეტილება ჩილელმა და გერმანელმა ფეხბურთელმა იმის მიუხედავად მიიღეს, რომ ლონდონელები მზად იყვნენ მათთვის ხელფასი კვირაში 280 ათას ფუნტამდე გაეზარდათ, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბთან ახალი 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც პრესაში იწერება სანჩესი უახლოეს მომავალში „ბავარიის“ რიგების შევსებას გეგმავს, ხოლო, მესუთ ოზილს „არსენალის“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით აქვს გადაწყვეტილი მომდევნო სეზონში.

ამასთან, „ბავარიის“ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „არსენალის“ 7-იანთან ლაპარაკი ჰქონდა „ბავარიაში“ გადმოსვლის თაობაზე.

„მე ვუთხარი მას, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დიდ კლუბს შეუერთდეს. თუ მას სურს, რომ საუკეთესოებს ადარებდნენ, ის უნდა საუკეთესო კლუბში გადავიდეს“, - განაცხადა არტურო ვიდალმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, „ბავარია“ მზადაა ალექსის სანჩესს 13 მილიონი ევრო გადაუხადოს წელიწადში. „არსენალი“ კი 28 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტით კვირაში 361 ათას ევროს ჰპირდება. რაც წელიწადში დაახლოებით17,5 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.