» » კროოსი: მოხარული ვარ რომ "ბავარიასთან" შეთანხმებას ვერ მივაღწიე

კროოსი: მოხარული ვარ რომ "ბავარიასთან" შეთანხმებას ვერ მივაღწიე

31-05-2017, 16:20 dachi8 სიახლეები 0

კროოსი: მოხარული ვარ რომ
“ბავარიის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელიც ესპანურ კლუბს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა, მიუნხენური კლუბიდან მადრიდის „რეალში“ გადასვლის დეტალები გაიხსენა.

„მაშინ ჩვენ ფინანსურ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ახლა ამის წყნარად აღიარება შემიძლია. როდესაც უკან ვიხედები, მე მოხარულიც კი ვარ, რომ მაშინ „ბავარიასთან“ ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. თავიდან მიუნხენში დარჩენა მსურდა. ჩვენ შევხვდით და ჩვენი შეხედულებები განვიხილეთ მომავლისათვის. მოლაპარაკებებში დაბრკოლება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სხვადასხვა შეხედულებების გამოც წარმოიშვა”.

“დადგა დრო და ჩემს თავს ვუთხარი: „რაღაც ახალი მსურს“. „რეალში“ 3 წლიანი ასპარეზობის შემდეგ მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო. მე სრულიად კმაყოფილი ვარ. თამაში აქ გაცილებით მხიარულია. „რეალის“ გულშემატკივრებს კი გაცილებით დიდი ენთუზიაზმი აქვთ. „ბავარიისგან“ განსხვავებით ჩემპიონობას ჩვენ ბოლო ტურში მივაღწიეთ. ხოლო, აქამდე ჩვენ წლობით ვერ ვახერხებდით მის მოპოვებას“, - განაცხადა კროოსმა SportBild-თან ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ „ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემაც გააკეთა კომენტარი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსის „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ კლუბში 2014 წელს იმის აუცილებლობა წარმოიშვა, რომ კროოსი ტრანსფერზე დაეყენებინათ, რადგან მისი კონტრაქტი „ბავარიასთან“ ძალაში კიდევ 1 წელი მოქმედებდა და იყო იმის საშიშროება, რომ კლუბს მასთან განშორება უსასყიდლოდ მოუწევდა, რადგან ფეხბურთელსა და კლუბს შორის ფინანსური საკითხებზე პრობლემა წარმოიშვა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.