"ალიანც არენა" კიდევ უფრო გაწითლდება
2 მატჩიანი დაპირისპირების შედეგად „მიუნხენ 1860“-მა „იან“-თან 1:3 წააგო და მე-2 დივიზიონიდან მე-3 დივიზიონში გავარდა. „ალიანც არენაზე“ კი მიუნხენური კლუბის გულშემატკივრებმა ერთ-ერთი ტრიბუნიდან გარღვევა მოახერხეს და მოწინააღმდეგის მეკარეს ფილიპ პენტკესკენ სკამებისა და რკინის ჯოხების სროლა დაიწყეს.
პოლიციელები იძულებულნი გახდნენ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის ჩამდგარიყვნენ. რის შედეგადაც პოლიციის 10 თანამშრომელი დაშავდა.
მოგეხსენებათ, რომ „ალიანც არენა“ როგორც „ბაიერნისათვის“ ასევე კლუბ „მიუნხენ 1860“-ის საშინაო არენადაც გვევლინება. თუმცა, მე-3 დივიზიონში გავარდნის შედეგად მათ ეს უფლება ჩამოერთმევათ, რაც „ბავარიას“ იმის საშუალებას მისცემს, რომ თავის საშინაო არენაზე წითელი დასაჯდომები დაამონტაჟოს და „ალიანც არენა“ მთლიანად წითელ ფერებში მორთოს.
როგორც სურათზე ხედავთ, გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ „ალიანც არენის“ დასაჯდომები ნაწილობრივ ისედაც განადგურებულია. “მიუნხენ 1860“-ის გულშემატკივრებმა ეტყობა არ მოინდომეს საშინაო არენის უბრძოლველად ჩაბარება. ამის მიუხედავად, „ბაიერნის“ გულშემატკივრებს მომავალი სეზონიდან ნაცრისფერი სკამების ნაცვლად უკვე წითელ სკამებიდან შეეძლებათ მატჩებისათვის თვალყურის დევნება.