» » კარლო ანჩელოტის ახალი სამიზნე

კარლო ანჩელოტის ახალი სამიზნე

5-ივნ-2017, 00:44
0345
მიუნხენის „ბაიერნი“ უახლოეს კვირებში ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის შეძენას შეეცდება და ეს ალექსის სანჩესი არაა.
როგორც ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Don Balon იუწყება „ბავარიის“ პრიორიტეტი გერმანელი ფლეიმეიქერი მესუთ იოზილია.

„ბავარიაში“ იციან რომ არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის დუეტი მალე დასასრულს მიუახლოვდება და გუნდის განახლება აქვთ გადაწყვეტილი, ალექსის სანჩესის პრემიერ-ლიგიდან გადმოყვანა სჩანს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ კარლო ანჩელოტის პრიორიტეტებში სხვა ფეხბურთელი მოექცა, მანამ სანამ ჩილელი ფორვარდის ბედი გადაწყდება.

იტალიელის რჩეული ალექსის სანჩესის თანაგუნდელი მესუთ იოზილია. გერმანელი ნახევარმცველი კარლო ანჩელოტის ფავორიტია და მას მიაჩნია, რომ გერმანელი „ბავარიაში“ დაცვით ფუნქციებსაც თავისუფლად შეითავსებს.

გერმანულ კლუბში მესუთ იოზილის შესაძლო ტრანსფერი „ბავარიის“ ერთ-ერთი შემტევი ფეხბურთელის წასვლას გამოიწვევს, სავარაუდოდ ეს დუგლას კოსტაა, რომელიც კარლო ანჩელოტის დიდ ნდობას არ იმსახურებს და რომელმაც დიდი შესაძლებლობით შეიძლება პრემიერ ლიგაში გააგრძელოს თავისი კარიერა - ნათქვამია Don Balon-ის სტატიაში.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..