» » "ბავარია" პერისიჩით დაინტერესდა

"ბავარია" პერისიჩით დაინტერესდა

5-06-2017, 13:20 dachi8 ჭორები 0

როგორც იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ინტერის“ ნახევარმცველი ივან პულისიჩით დაინტერესდა.

გერმანულ გრანდში პერისიჩს საკმაოდ კარგად იცნობენ, რადგან „ინტერში“ გადასვლამდე ის ბუნდესლიგის კლუბების ღირსებას იცავდა, როგორც დორტმუნდის ბორუსიის (2011-2013) ასევე, „ვოლფსბურგის“ (2013-2015).
„ინტერმა“ „ვოლფსბურგს“ 2015 წელს ხორვარ ნახევარმცველში 19 მილიონი ევრო გადაუხადა.

ბოლო სეზონის შედეგებით პერისიჩმა იტალიიის ჩემპიონატის 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 11 გოლისა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2020 წლამდეა გათვლილი.

transfermarkt.de-ს მონაცემებით კი ხორვატიელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.