» » რობენს ჰოლანდიის ნაკრები გამარჯვებისკენ მიყავს

რობენს ჰოლანდიის ნაკრები გამარჯვებისკენ მიყავს

5-06-2017, 22:54 dachi8 სიახლეები 0

რობენს ჰოლანდიის ნაკრები გამარჯვებისკენ მიყავს
ინდივიდუალური ვარჯიშები ზაბენერ შტრასეზე ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა არიენ რობენისათვის. კვირა საღამოს ვინგერმა შესანიშნავი თამაში აჩვენა ჰოლანდიის ნაკრებში, რომელმაც ამხანაგურ მატჩში კოტ დივუარს ანგარიშით 5:0 აჯობა.

32-ე წუთზე რობენმა პენალტი რეალიზაციაში მოიყვანა, ხოლო შემდგომ საგოლე გადაცემით გამოირჩა. მატჩში დუბლი ჯოელ ველტმანმა მიითვალა თავის ანგარიშზე. გოლებით ასევე გამოირჩნენ დევი კლასენი და ვინსენტ იანსენი. სამშაბათიდან რობენი ახალი / ძველი მწვრთნელის დიკ ადვოკატის მეთვალყურეობის ქვეშ ითამაშებს უკვე, რომელიც უკვე მესამედ ირგებს ამ პოსტს.

მომდევნო მატჩს სტაფილოსფერები 9 ივნისს გამართავენ ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ.

კიმიხი სულმოუთენლად ელოდება კონფედერაციის თასს

ორშაბათს იოშუა კიმიხისათვის მისია „კონფედერაციის თასი“ დაიწყება. „ბავარიელი“ კოპენჰაგენში გაემგზავრება, სადაც სამშაბათს ამხანაგური თამაში გაიმართება გერმანიის ნაკრებსა და დანიის ნაკრებს შორის. მომდევნო შაბათს კი კიმიხს და კამპანიას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელოდება სან-მარინოს წინააღმდეგ.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, უპირველესი მიზანი კონფედერაციის თასზე ეს „გუნდის განვითარებაა“. ლიოვმა ახალგაზრდებზე გააკეთა ფსონი და ვეტერანებს როგორებიც მათს ჰუმელსი, მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი და თომას მიულერი არიან დასვენების საშუალება მისცა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.