» » რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

6-06-2017, 20:15 LEV4NI სიახლეები 0

რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ბავარიული გრანდის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბაიერნის საუკეთესო გოლეადორმა კიკერის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, საინტერესო გახლდათ ისიც რომ რობერტის უმთავრესი კონკურენტები ლაიპციგის ნახევარცველი ნაბი კეიტა და დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი იყვნენ.

რალფ ჰაზენჰუტლის გუნდის ნახევარმცველმა გასულ სეზონში თავი მართლაც რომ დიდებულად წარმოაჩინა, არაერთი შედეგიანი გადაცემისა და ეფექტური თამაშის გარდა ნაბიმ თავი არაერთი ლამაზი გოლითაც დაგვამახსოვრა.

ობამეიანგი კი ყველასათვის ისედაც კარგად ნაცნობი ფიგურა გახლდათ, გაბონელმა მიმდინარე სეზონი დიდებულად ჩაატარა და უკანასკნელ ტურში გატანილი 2 გოლის დახმარებით ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლეც გახდა.
„ქვემეხისთვის“ ბრძოლაში კი ობამეიანგმა რობერტ ლევანდოვსკის აჯობა რომლისთვისაც 2016/17 წლების სეზონი საკმაოდ ნაყოფილერი გამოდგა, პოლონელმა მოთამაშემ გერმანიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და თავი 30-ჯერ გამოიჩინა.

თუმცა მიუხედავად იმისა რომ წელს ლევანგოლსკიმ საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ვერ მოიგო, ის მაინც საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გამოკითხვის შედეგები კი შემდეგი გახლდათ:

1) რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) 26.8%
2) ნაბი კეიტა (ლაიპციგი) 15.5 %
3) პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი) 10.5%

აღსანიშნავია ისიც რომ ბავარიული კლუბის პოლონელი ვარსკვლავი პირველად დაასახელეს ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.