» » ნიჭიერი ახალგაზრდა კორენტინ ტოლისო "ბავარიის" ინტერესებში მოექცა

ნიჭიერი ახალგაზრდა კორენტინ ტოლისო "ბავარიის" ინტერესებში მოექცა

6-06-2017, 21:24 dachi8 ჭორები 0

ნიჭიერი ახალგაზრდა კორენტინ ტოლისო
ფეხბურთის ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ რჩება, იტალიელ მარკო ვერატის კლუბის გამოცვლა არ სურს და საფრანგეთის დატოვებას არ აპირებს - სჩანს "ბავარიის" „ბომბა“ ტრანსფერებს განხორციელება არ უწერია, თუმცა ჯერი სუპერ ნიჭიერ ფეხბურთელზეც მიდგა, როგორც „Bein Sport” იუწყება „ბავარია“ 22 წლის ფრანგი საყრდენი ნახევარმცველით კორენტინ ტოლისოთი ინტერესდება.

ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტი „ლიონთან“ 2020 წლამდეა გათვლილი. ამ სეზონზე კორენტინ ტოლისომ 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირში, 14 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა თავის ანგარიშზე.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით გერმანული გრანდი უკვე დაეკონტაქტა ფრანგულ კლუბს ტოლისოს შეძენის თაობაზე. თუმცა, ფრანგი ნახევარმცველით ისეთი კლუბები არიან დაინტერესბეულნი როგორებიც „არსენალი“, „ჩელსი“, „მილანი“ და „იუვენტუსია“.

თვითონ ფეხბურთელს კი არა ერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა.

ფრანგი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მისი ფასი შეიძლება 30 მილიონამდე გაიზარდოს.

მზადაა თუ არა „ბავარია“ რენატუ სანჩესის შეძენის შემდეგ, კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს ალბათ მალე შევიტყობთ.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.