» » Sport Bild: ზულე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს

Sport Bild: ზულე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს

7-ივნ-2017, 11:57
0341
საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" 21 წლის უკანახაზელი ნიკლას ზულე, რომელიც მომდევნო სეზონიდან, მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას დაიცავს, ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, კომენტარს აკეთებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, მისი გადაბირებით ლონდონის "ჩელსი" იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გერმანული გრანდის სასარგებლოდ გააკეთა.

"ჩემს მიმართ დაინტერესებას, ლონდონის "ჩელსი" იჩენდა, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს სამ საუკეთესო კლუბში შედის, ასე რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია"-ციტირებს გერმანული სპორტული გამოცემა, ნიკლას ზულეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ნიკლას ზულეს ტრანსფერთან დაკავშირებით, მიუნხენის "ბაიერნსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს. ახალგაზრდა ფეხბურთელის, მიუნხენურ კლუბში ასპარეზობის პერიოდად კი 2022 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.

2016-2017 წლის განვლილ საფეხბურთო სეზონში, "ჰოფენჰაიმის" რიგებში 21 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა. ნიკლას ზულემ, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 2 გატანილი გოლისა და ამდენივე საგოლე გადაცემის ავტორი.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..