» » Sport1: ბეკერი ტონი კროოსის შესახებ საუბრობს

Sport1: ბეკერი ტონი კროოსის შესახებ საუბრობს

7-06-2017, 13:26 -ss- სიახლეები 0

Sport1: ბეკერი ტონი კროოსის შესახებ საუბრობს
ცნობილი გერმანელი ვეტერანი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი, რომელიც ამავედროს მიუნხენის "ბაიერნის" გამორჩეული გულშემატკივარია, ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენური კლუბის ყოფილი ნახევარმცველის, ტონი კროოსის შესახებ საუბრობს. 49 წლის ვეტერანი ჩოგბურთელის განცხადებით, "ბავარიამ" ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გერმანელი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენა.

"ჩემი აზრით, მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, იმ პერიოდში ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, თუ რამდენად დიდი ძალა იყო ტონი კროოსი. დღევანდელ "ბავარიაში" ხსენებული ფეხბურთელი საკვანძო როლის მატარებელი იქნებოდა. ყოველთვის არ არის აუცილებელი, საზღვარგარეთ ეძებო ფეხბურთელი. გერმანიაშიც საკმაოდ მრავლად იქნებიანი შესაფერისი მოთამაშეები, თუკი მათ ტრანსფერზე ნაადრევად არ დააყენებენ"-აღნიშნა ბორის ბეკერმა ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ტონი კროოსი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 2014 წლის 17 ივლისს ჩაირიცხა. transfermarkt-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს. 2014-2017 წლების განმავლობაში, გერმანელმა ნახევარმცველმა, "სამეფო" კლუბის მაისურით ორჯერ აღმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი.აღნიშნული ფეხბურთელი, მადრიდის "რეალთან" ერთად, ასევე არის ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული, უეფას სუპერ თასის მფლობელი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის, ორგზის ჩემპიონი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.