» » კიმიხმა ამხანაგურ მატჩში ნაკრებს ფრე მოუტანა

კიმიხმა ამხანაგურ მატჩში ნაკრებს ფრე მოუტანა

7-06-2017, 17:26 dachi8 სიახლეები 0

კიმიხმა ამხანაგურ მატჩში ნაკრებს ფრე მოუტანა
იოშუა კიმიხის მაკრატელას დარტყმის შედეგად გერმანიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში დანიასთან ფრეს მიაღწია. კონფედერაციის თასზე წარდგენილ ფეხბურთელებს შორის ერთადერთმა „ბავარიელმა“ 88-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა. მე-18 წუთზე ანგარიში დანიამ გახსნა კრისტიან ერიქსენის წყალობით.

კიმიხმა მინდორზე 90 წუთი გაატარა და მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავი თამაში აჩვენა. მანუელ ნოიერის არყოფნის გამო კაპიტნის სამკლავური იულიან დრაქსლერმა მოირგო. ასევე სასტარტო შემადგენლობაში მომავალი 2 „ბავარიელი“ მოხვდა ნიკლას ზიულე და სებასტიან რუდი.

მაღალი სისწრაფეები - ლამაზი გოლები

მატჩში მაღალ სისწრაფეებზე დანიამ ანგარიშის გახსნა შეძლო. ერიქსენმა ბუნდესთიმის მცველების შეცდომებით ისარგებლა და 16 მეტრიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით 1:0. მატჩის ბოლოსკენ ორივე გუნდმა უამრავი სახიფათო მომენტები შექმნა, მაგრამ მე-2 გოლი მატჩის მიწურულს გავიდა 88-ე წუთზე. იოშუა კიმიხი საჯარიმოში არ დაიბნა და ვარდნით მაკრატელათი ბურთი კარში გადაგზავნა. კიმიხის გოლი

მომდევნო შაბათს (22:45 საათზე) კიმიხს და კამპანიას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტური ელოდება სან მარინოსთან. შემდეგ გუნდი რუსეთში გაემგზავრება კონფედერაციის თასზე. ჯგუფური ეტაპის ფარგლებში იოაჰიმ ლიოვის გუნდი ავსტრალიის წინააღმდეგ ითამაშებს (19 ივნისი), ჩილეს წინააღმდეგ (22 ივნისი) და კამერუნის წინააღმდეგ - 25 ივნისს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.