» » ლუჩესკუ: დუგლასი ერთ დონეზე დგას ნეიმართან, რობენთან და ბეილთან

ლუჩესკუ: დუგლასი ერთ დონეზე დგას ნეიმართან, რობენთან და ბეილთან

7-06-2017, 17:45 dachi8 სიახლეები 0

ლუჩესკუ: დუგლასი ერთ დონეზე დგას ნეიმართან, რობენთან და ბეილთან
“ზენიტის“ ყოფილი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ მიიჩნევს, რომ „ბავარიის“ ნახევარმცველმა დუგლას კოსტამ გერმანული კლუბი უნდა დატოვოს და ტურინის „იუვენტუსში“ გადაბარგდეს . ტურინელები თავის მხრივ დაინტერესებულნი არიან 26 წლის ბრაზილიელი ვინგერით.

მირჩა ლუჩესკუ, რომელიც დონეცკის „შახტარში“ დუგლას კოსტას წვრთნიდა, თვლის, რომ ბრაზილიელისათვის ზედგამოჭრილი იქნება იტალიის ჩემპიონატი.

„დუგლასი ბრაზილიაში მაშინ შევამჩნიე, როდესაც ის 19 წლის იყო, სადაც ნეიმარი და ალექს ტეიშეირა გამოდიოდნენ. იქიდან მოყოლებული ის ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის მოთამაშე გახდა მსოფლიოში, ნეიმართან, ბეილთან, ვილიანთან და რობენთან გათანაბრებული".

"მას ყოველთვის სურდა ტოპ-კლუბში თამაში. დუგლასი შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ყმაწვილია. თუ მე დამეკითხებით „იუვენტუსის“ შესახებ, ვიტყვი, რომ ის იქ უნდა გადავიდეს. სერია „ა“ ერთ-ერთი ყველაზე რთულ ლიგად რჩება ტაქტიკის განხრით. ბუნდესლიგაში ყველა გუნდი ერთნაირად თამაშობს, იმ დროს როდესაც იტალიაში უფრო მეტი მრავალფეროვნებაა. ეს კი ფეხბურთელის თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, „იუვენტუსში“ დუგლასს მაღალ საფეხურებზე ასვლა ელოდება. ის ტაქტიკური ფეხბურთელია და იტალიას შეესაბამება“ - ციტირებს ლუჩესკუს სიტყვებს Tuttosport.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.