» » გაუდინო "ბავარიაში" ბრუნდება

გაუდინო "ბავარიაში" ბრუნდება

7-06-2017, 18:45 dachi8 სიახლეები 0

გაუდინო
გერმანელი ნახევარმცველი ჯანლუკა გაუდინოს არენდა შვეიცარულ კლუბ „სანტ-გალენ“-ში დასრულებულია და ის „ბავარიაში“ ბრუნდება. მისი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან მომდევნო წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ ნაკლებად შესაძლებელია, რომ მომავალ სეზონში ის კლუბში დარჩეს.

ჯანლუკამ 10 წელი დაჰყო მიუნხენის „ბავარიის“ სისტემაში. 2014/15 სეზონში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ახალგაზრდა ფეხბურთელი მთავარ გუნდში გადმოიყვანა. 2014 წლის 13 აგვისტოს კი მისი დებიუტი შედგა სუპერთასის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიის“ წინააღმდეგ.

თუმცა, 19 წლის გერმანელი „ბავარიაში“ მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში თუ იღებდა მონაწილეობას, რაც უკმაყოფილების საბაბი გახდა ფეხბურთელის აგენტის მხრიდან. მისი არენდა შვეიცარულ კლუბში 2016 წლის იანვარში შედგა და 2017 წლის 30 ივნისამდე იყო გათვლილი.

წელიწად-ნახევრიანი არენდის შემდეგ გერმანელი ნახევარმცველი გერმანიაში ბრუნდება. შვეიცარიის ჩემპიონატში კი „სანტ-გალენ“-მა მიმდინარე სეზონში მე-7 ადგილი დაიკავა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.