» » Kicker: "ბავარია" მზადაა ალექსის სანჩესს მაღალი ხელფასი შესთავაზოს

Kicker: "ბავარია" მზადაა ალექსის სანჩესს მაღალი ხელფასი შესთავაზოს

8-06-2017, 14:46 dachi8 ჭორები 0

Kicker:
მიუნხენის „ბავარია“ აგრძელებს „არსენალის“ თავდამსხმელის ალექსის სანჩესის შეძენისათვის ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ „მეთოფეების“ მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ გუნდის რიგებს ჩილელი არ დატოვებდა, „ბავარია“ მზადაა უფრო მიმზიდველი წინადადებით მიმართოს ჩილელს.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით გერმანული გრანდი იმდენადაა დაინტერესებული ალექსის სანჩესის გადმობირებით, რომ მზადაა მას დიდი ხელფასი კვირაში 470 ათასი ევრო შესთავაზოს.

ძველი ინფორმაციით „არსენალი“ სანჩესს კვირაში 361 ათას ევროს ჰპირდებოდა, რაც წელიწადში 17,5 მილიონ ევროს უდრის, ხოლო გერმანული კლუბის შემოთავაზება წელიწადში 13 მილიონით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, ახალი ინფორმაციაზე დაყრდნობით გერმანული გრანდის მიერ შეთავაზებულმა თანხამ ჩილელი უნდა დააფიქროს.

როგორც „ბავარიის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა უკვე განაცხადა, რეკორდმაისტერს მყარად აქვს გადაწყვეტილი მომავალ სეზონში გუნდის შემადგენლობის გაძლიერება.

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი კი თავის მხრივ აღნიშნავდა, რომ სანჩესს იმ შემთხვევაში დააყენებდნენ ტრანსფერზე თუ მას შემცვლელს მოუძებნიდნენ.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.