» » მიულერისა და ნოიერის წინა სასეზონო მდგომარეობა

მიულერისა და ნოიერის წინა სასეზონო მდგომარეობა

8-06-2017, 15:33 dachi8 სიახლეები 0

მიულერისა და ნოიერის წინა სასეზონო მდგომარეობა
მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა აღნიშნა, რომ ის შეძლებს სრულფასოვან მონაწილეობას გუნდის წინა სასეზონო მომზადებაში. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა ხელზე. ტრავმა ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში მიიღო და ტკივილი მას მთელი სეზონი თან სდევდა.

„ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს. არაფერი არ უშლის ხელს ჩემს მონაწილეობას წინა სასეზონო მომზადებაში“, - დაწერა მიულერმა თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე.

ამ მხრივ განსხვავებული სიტუაცია აქვს რეკორდმაისტერის გოლკიპერს მანუელ ნოიერს.

„ბავარიის“ კარის დარაჯის მანუელ ნოიერის გამოჯანმრთელების საკითხი კი უფრო რთულადაა. როგორც გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი იუწყება, გოლკიპერის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა. პირველადი პროგნოზის მიხედვით მანუელ ნოიერს მხოლოდ 2 თვის გამოტოვება მოუწევდა. ახალი ინფორმაციით კი მას მხოლოდ აგვისტოში შეეძლება ვარჯიშებს დაუბრუნდეს, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის მონაწილეობას მომავალი სეზონის დასაწყისისთვის.

შეგახსენებთ, რომ ნოიერმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალურ სტადიაზე „რეალთან“ საპასუხო მატჩის მიმდინარეობისას მიიღო.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.