» » გვარდიოლა ბუნდესლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

გვარდიოლა ბუნდესლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

8-06-2017, 17:18 dachi8 სიახლეები 0

გვარდიოლა ბუნდესლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
“ბავარიისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ უდგას სათავეში, გამორიცხა ლურ-ბროწეულისფერთა სათავეში დაბრუნება და ასევე ესპანეთის ნაკრების ჩაბარებაც.

„მე არასოდეს არ ვიქნები კატალონიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ მწვრთნელი. ბუნდესლიგაში დაბრუნება? ჩემი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტიში“ კიდევ 2 წლითაა განსაზღვრული და მე მსურს ის ბოლომდე მივიყვანო. შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება, ყველაფერი შესაძლებელია“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Catalunya Ràdio.

გვარდიოლა „ბარსელონას“ სათავეში 2008-2012 წლებში ედგა. მისი თაოსნობით ლურჯ-ბროწეულისფერებმა ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგეს, ქვეყნის თასი 2-ჯერ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგა - 2-ჯერ.

„ბავარიაში“ ის კლუბს 2013-2016 წლებში ედგა სათავეში და მისი თაოსნობით რეკორდმაისტერმა 3-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, 2-ჯერ ქვეყნის თასი, უეფას სუპერ თასი 2013 წელს, ისევე როგორც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2013 წელს. საერთაშორისო ასპარეზზე მას მიუნხენელებთან ერთად დიდი წარმატებისათვის არ მიუღწევია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.