» » ოფიციალურად: ვილი სანიოლი კარლო ანჩელოტის ასისტენტია

ოფიციალურად: ვილი სანიოლი კარლო ანჩელოტის ასისტენტია

9-06-2017, 13:33 dachi8 სიახლეები 0

ოფიციალურად: ვილი სანიოლი კარლო ანჩელოტის ასისტენტია
„ბავარიის“ ახალი სეზონი, მთავარი მწვრთნელის ახალი ასისტენტით დაიწყება. ვილი სანიოლი 2017 წლის 1 ივლისიდან გუნდის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება. 40 წლის ფრანგი ყოფილი „ბავარიის“ ფეხბურთელია, რომელიც 2000-2009 წლებში გამოდიოდა კლუბში. ის იმ „ბავარიას“ მიეკუთვნება, რომელმაც 2001 წელს მილანში ჩემპიონთა ლიგის თასი მაღლა ასწია.

„პოლ კლემენტისა და ჰერმან გერლანდის წასვლის შემდეგ, ჩემი სურვილი გავაჟღერე რომ მათი ჩანაცვლება მომხდარიყო ახალ სეზონში. სულმოუთმენლად ველოდები ვილისთან მუშაობას“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

„ანჩელოტისთან თითოეული ახალგაზრდა სპეციალისტი ბევრ რამეს ისწავლის. მას მუშაობის უდიდესი გამოცდილება გააჩნია ყველა ლიგაში - იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში და ესპანეთში. ეს მას ერთ-ერთ უდიდეს პროფესიონალს ხდის მსოფლიო ფეხბურთში. ჩვენ უკვე შევხვედრილვართ ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ის არა მხოლოდ შესანიშნავი მწვრთნელია, არამედ უდიდესი ადამიანიც და ის ფაქტი, რომ მან მე ამირჩია ეს ჩემთვის დიდი პატივია. მოხარული ვარ მასთან მუშაობის შესაძლებლობის მოცემისათვის“ - განაცხადა სანიოლმა.

ვილი სანიოლი „ბავარიაში“ 2000-2009 წლებში გამოდიოდა მცველის პოზიციაზე, გახდა 5 გზის ბუნდესლიგის გამარჯვებული, 4 გზის გერმანიის თასის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2000/2001 სეზონში.

ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტი 2 წლის ვადითაა განსაზღვრული.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.