» » ალონსო: ბევრ რამეს ახლა ვაცნობიერებ

ალონსო: ბევრ რამეს ახლა ვაცნობიერებ

10-06-2017, 09:26 -ss- სიახლეები 0

ალონსო: ბევრ რამეს ახლა ვაცნობიერებ
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო, მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ამერიკულ საინფორმაციო გამოცემა, New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ვეტერანი ესპანელის განცხადებით, მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას. ფეხბურთის ნაკლებობას ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტად განიცდის და სამომავლო გეგმებზე საუბარიც უჭირს.

"ფეხბურთი მენატრება, ამას კი მთელი ძალით, ალბათ საზაფხულო შესვენების დასრულების შემდგომ შევიგრძნობ. როდესაც, გერმანიის ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები სტარტს აიღებენ, მე სავარძელში მომიწვეს ჯდომა. ყოველდღიურად უფრო მეტად ვაცნობიერებ, თუ რამდენი რამ მაკლია. რაც შეეხება ჩემს მომავალს, საკუთარ თავს, ხიდან მოწყვეტილ მწიფე ნაყოფს ვადარებ. ძალიან რთულია, ახალი საქმიანობის მოძებნა, სადაც თვითრეალიზაციას შევძლებ. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სიმშვიდეს ვინარჩუნებ"-ციტირებს ჩაბი ალონსოს სიტყვებს New York Times-ი.

შეგახსენებთ, 35 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონის ბოლოს, საკუთარი პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო და დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა. მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში ალონსომ, სამი წელი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში კი გახდა ბუნდესლიგის 3 გზის გამარჯვებული, გერმანიის თასისა და სუპერთასის მფლობელი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.