» » ჟენეზიო: ტოლისოს ყოლა გუნდში ფუფუნებაა

ჟენეზიო: ტოლისოს ყოლა გუნდში ფუფუნებაა

11-06-2017, 01:11 dachi8 სიახლეები 0

ჟენეზიო: ტოლისოს ყოლა გუნდში ფუფუნებაა
მას შემდეგ რაც „პსჟ“-მ „ბაიერნის“ 55 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა მარკო ვერატის ტრანსფერზე, გერმანული გრანდი „ლიონის“ ფრანგ ნახევარმცველ 22 წლის კორინტინ ტოლისოზე აქტიურად გადაერთო.

ჭორები თუ უფრო მეტი? სჩანს „ბავარია“ ახლო მომავალში ოფიციაურად გამოაცხადებს ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერს.

ავტორიტეტული ფრანგული ინტერნეტ-გამოცემა L'Equipe-ს ცნობით „ბავარია“ არა მხოლოდ ფეხბურთელსა და მის აგენტს დაეკონტაქტა და პირობები შეუთანხმა, არამედ „ლიონთან“ უკვე ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. გერმანული კლუბი ჩქარობს ფრანგი ნახევარმცველის გაფორმებას, რადგან ფეხბურთელით ასევე „ჩელსი“, „მილანი“, „იუვენტუსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულნი. მაგრამ როგორც ინფორმაციის წყარო იტყობინება „ბავარია“ ძალიან ახლოსაა მის გაფორმებასთან და მალე ყველაფერი გაოფიციალურდება.

„ლიონის“ მწვრთნელი ბრუნო ჟენეზიო 22 წლის კორენტინით აღფრთოვანებულია: „ეს დიდი ფუფუნებაა ტოლისოსნაირი ფეხბურთელის ყოლა გუნდში, რადგან რა პოზიციაზეც არ უნდა თამაშობდეს, ის ყველგან კარგ სამუშაოს ასრულებს“ - იძახის მწვრთნელი. ფრანგი ჟურნალისტები კი კორინტენ ტოლისოს მახასიათებლებს საშუალოზე მაღლა აფასებენ და კიდევ უფრო მეტად განვითარებას უწინასწარმეტყველებენ.

ტოლისოს სეზონი სათადარიგო სკამიდან უნდა დაეწყო, თუმცა გუნდში მოულოდნელი ტრავმიანობის გამო, მან თავი კარგად წარმოაჩინა, არა მხოლოდ ცენტრში, არამედ დაცვაშიც. ასე, რომ ის არა მხოლოდ ხაბი ალონსოს შემცვლელად მოიაზრება, არამედ ფილიპ ლამის პოზიციაზეც თავისუფლად შეეძლება გუნდის დახმარება.

ნავარაუდებია, რომ 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი გერმანულ კლუბს 40 მილიონი ევრო დაუჯდება.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.